თბილისში ირანელების მიერ შეძენილი ბინების რიცხვმა 2%-დან 61%-მდე იმატა, რუსების მიერ კი 40%-დან 10%-მდე იკლო

TBC Capital-ის კვლევის თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში, თბილისში გაყიდული ბინების 8% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის. უცხოელების მიერ თბილისში ბინების შეძენის ტენდენცია 2015-2018 წლებში მყარად იზრდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც წლის განმავლობაში, თბილისში გაყიდული ბინების 13% უცხოელების მიერ იქნა შეძენილი, 2015 წელს მათი წილი 3% იყო.

განსაკუთრებული მატება ფიქსირდება ირანის მოქალაქეების მიერ თბილისში შეძენილ ბინებზე: 2015 წელს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებმაც თბილისში შეიძინეს ბინები, ირანელების წილი 2% იყო, 2016-ში – 8%, 2017 წელს – 27%, 2018 წელს კი 61%.

კლება შეინიშნება რუსეთის მოქალაქეების მიერ თბილისში ბინების შეძენაზე. 2015 წელს უცხო ქვეყნებიდან თბილისში ბინების შემსყიდველებში მათი წილი 42% იყო, 2016 წელს 32%, 2017 წელს 22%, ხოლო 2018 წელს – 10%.

საერთო ჯამში, 2015 წლიდან დღემდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდული ბინების 42% ირანზე მოდის, 18% რუსეთზე, 11% კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებზე.
QartuliIdea