13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – ტურისტული მგზავრობა და მეგობრებთან ერთად ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება გელით. შეიძლება მოდამ და პოპ-კულტურამ გაგიტაცოთ.

კურო – ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. სუფთა ჰაერი, ახლობლების გარემოცვა და დროის მხიარულად გატარება ენერგიით აგავსებთ.

ტყუპი – გაფრთხილდით, რთულ მოწინააღმდეგეებს ნუ გაეჯიბრებით. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაძლეობა.

კირჩხიბი – შეიძლება ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ. საღამო მეგობრებთან შეხვედრა ფილოსოფიური საუბრების განწყობაზე დაგაყენებთ.

ლომი – საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მგზავრობა, სპორტული აქტიურობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ქალწული – ხუმრობისა და ფლირტის დღეა. ეცადეთ, დღე სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ და გარშემო მყოფების მწარე კომენტარებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ.

სასწორი – დააკვირდით ყოველ ნიუანსს, როცა საქმე თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ან საქმეს ეხება. ზოგიერთი საქმის გადადება არ შეიძლება, ძალები მოიკრიბეთ და ამოქმედდით.

მორიელი – უამრავი საქმე გაქვთ შესასრულებელი და გარშემო მყოფების საქმეების გაკონტროლებაც მოგიწევთ. იმდენად იქნებით დაკავებული, რომ საყვარელი ადამიანისთვის ვერ მოიცლით.

მშვილდოსანი – ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება და ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად შეხვდეთ. საღამო საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. მშვიდი საუბარი და გარემო გესაჭიროებათ.

თხის რქა – რატომ გაინტერესებთ ყველას აზრი? აკეთეთ თქვენი საქმე და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ბოროტებს. საღამო მეგობრებთან ერთად, მხიარულად გაატარეთ.

მერწყული – ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. კარგია ვარჯიში, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი და გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.

თევზები – სანამ მნიშვნელოვნ ნაბიჯს არ გადადგამთ, თქვენთვის საინტერესო ადამიანის ყურადებას ვერ მიიქცევთ. იყავით დელიკატური და ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა.