ჯანდაცვის სფეროს კოლაფსი

520-ე დადგენილებამ ჯანდაცვის სფეროს კოლაფსი გამოიწვია. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა, რომელიც კლინიკებს შორის ფასების გათანაბრებას გულისხმობდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა, 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ ტიკარაძის უწყებას ღია წერილით მიმართა და დღემდე  საკითხის გადაწყვეტას ელოდება.

 
მედიკამენტებზე ფასების ზრდა
საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების მომენტიდან დღემდე რიგ მედიკამენტებზე ფასი 65-70%-ით არის გაზრდილი. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, ბოლო წლის განმავლობაში ფასების მატება 3%-ს აღემატება. უნდა ითქვას, რომ საავადმყოფოს მომსახურებით სარგებლობა შედარებით უმნიშვნელო 0.3%-ით არის გაძვირებული, თუმცა, გაცილებით უფრო მეტად გაძვირდა მედიკამენტები. მაგალითად, ანტიბიოტიკური პრეპარატები 5%-ით, ტკვილგამაყუჩებელი – 3%-ით, ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები კი – 7%-ით.
Commersant.ge