144-ის სამთავრობო ცხელ ხაზზე უარყვეს ინფორმაცია, რომ იმ კვირიდან მოსახლეობას ოჯახზე 400 ლარი დაურიგდებათ!

TVM NEWS-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა 144-ის სამთავრობო ცხელი ხაზის ოპერატორს, რომელმაც უარყო სოც-ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ქართუ ფონდი თითოეულ ოჯახს დაეხმარება 300-400 ლარამდე.  როგორც უკვე ცნობილია ბიძინა ივანიშვილმა კორონას ფონდში 124 მილიონი ლარი გადარიცხა. ცხელი ხაზის ოპერატორმა კი მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მას ჯერ ეს ინფორმაცია არ მიუღია და ამიტომ ჩვენც უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავრობა არ გეგმავს ამ ეტაპზე ფულადი დახმარების დაწესებას.