ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს 500 ლარის ოდენობით მინიმალურ ხელფასს

სამუშაო საათებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონპროექტის პარალელურად, პარლამენტში ახალი ინიციატივა დარეგისტრირდა. ავტორი დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია. ახალი ინიციატივის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სამუშაო დროზე შეზღუდვები დაწესდება, უნდა დადგინდეს მინიმალური ხელფასის ზღვარი და ზეგანაკვეთური შრომა უფრო მეტით უნდა ანაზღაურდეს.

„ჩვენც ამას ვითხოვთ, რომ ადამიანებმა იმუშაონ ნაკლები, მაგრამ მაშინ ზეგანაკვეთური 1/5 -ით უნდა ანაზღაურდეს. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს 500 ლარის ოდენობით მინიმალურ ხელფასს სრული განაკვეთით მუშაობის დროს და ერთ ნახევარი ოდენობით საათობრივ ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში კანონპროექტს აზრი ექნება. სხვა შემთხვევაში დასაქმებულების მდგომარეობა გაუარესდება“, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

ცვლილებების განხილვა პარლამენტში სექტემბრის ბოლოდან დაიწყება.