მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ვაშაძე სწორედ იმ უფლების მოსაპოვებლად იბრძვის, რითაც ყველა იმ პოლიტიკური ფიგურის შეწყალებას შეძლებს, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში არიან მიცემულნი.
“გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო სკამისთვის არ იბრძვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის,მისთვის ეს არის მთავარი, მან ეს ღიად გვითხრა და მას არ აქვს სხვა მიზანი თუ არა მოხვდეს ამ სკამზე, რომ შეიწყალოს სააკაშვილი, და ის სხვა ადამიანები, ვინც ან ქართულ საპატიმროებშია, ან კიდევ არიან ქვეყნის გარეთ საექსტრადიციო პატიმრობაში, ან რომელთა ექსტრადიციაც მოთხოვნილია‘’,- განაცხადა წულუკიანმა.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, შეიწყალებს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს; ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას. 2020Nevs.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი