ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი არჩევნების საპრეზიდენტო შედეგებს ეხმაურება და ამბობს

ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი არჩევნების საპრეზიდენტო შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის შეცდომის ბრალია. ნათელაშვილის თქმით, სააკაშვილმა და გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაშინ დაუშვა შეცდომა, როდესაც კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დააყენა. ნათელაშვილის შეფასებით, ვაშაძემ “ვერ გაქაჩა” და “კრიტიკულ ეტაპზე ჩაქრა”. მისივე თქმით, რადიკალურად სხვა სურათი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ოპოზიცია სწორედ მას, შალვა ნათელაშვილს დაუჭერდა მხარს და საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებდა -“ჩემი არჩევა 24 საათში დაამთავრებდა ოლიგარქიულ-კრიმინალურ რეჟიმს” განაცხადა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის საპროტესტო მოძრაობა. მისი თქმით, საქართველოს “რადიკალური გზა” გადაარჩენს.

“ფილარმონიაში შეკრება საქმეს ვერ უშველის. 900 ათასი (როგორც თვითონ ამბობენ) ხმის პატრონები ახლა, ქუჩაში უნდა იყვნენ” განაცხადა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება თავად არჩევნებს, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შეფასებით, ეს არ არის ლეგიტიმური არჩევნები, ვინაიდან მძიმე დარღვევების, მოსყიდვისა და დაშინების ფონზე ჩაიარა.
“მივულოცოთ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც განახორციელა სპეცოპერაცია ივანიშვილის შესრულებით, შედეგად სათავეში მოვიდა რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, რომელიც საქართველოს სამ ნაწილად დაშლის.” განაცხადა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ სრული უმოქმედობა გამოიჩინა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ელჩიც კი არ დანიშნა.

“ახლიდან ამოანათა გრჩეიხებისთვის, უცნობებისთვის, ხაინდრავებისთვის, მაღრაძეებისთვის, ქეთი დოლიძეებისთვის, ჭანკვეტაძეებისთვის” ამბობს ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის განცხადებით, უნდა ჩატარდეს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2 თვის შემდეგ, ხოლო 2019 წელს უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
Guriismoambe.ge