ძებნის შედეგები: Geworld.ge

ევროპული სოლიდარობა არ არსებობს”, _ განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა.

“ახლა პოლიტიკურ დასკვნებს არ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ მივხვდით, რომ არ არსებობს საერთაშორისო თუ ევროპული სოლიდარობა, ეს ყველაფერი ქაღალდზე დაწერილი ზღაპარია”, _ თქვა ვუჩიჩმა ევროკავშირის მიერ მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპორტის აკრძალვის კომენტირებისას და დასძინა: “ჩვენ ამ ვითარებაში მხოლოდ ჩინეთი თუ დაგვეხმარება, მე გავუგზავნე წერილი თავმჯდომარე სი ძინპინს, ვუწოდე მას ძმა და ვთხოვე დახმარება”. geworld.ge

Read More »

ამერიკის ელჩი წინა ხელისუფლებისთვისაც ღმერთი იყო და ახალი ხელისუფლებისთვისაც ღმერთია.

ასეთი კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების პირობებში,  ბუნებრივია, შეუძლებელი შეიქნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის და ამის  შესახებ თავადაც იცოდნენ ოპოზიციურმა პარტიებმა. დღეს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს მიზანი არის მიღწეული. მართალია 2020 წელს ჩატარდება  შერეულიწესით არჩევნები, მაგრამ 2020  წლის ნოემბერში ამოქმედდება  სრულფასოვნად საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, 2020 წლის შემდეგ არჩევნები უკვე ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით”. _ ეს განცხადება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს  და“ქართული ოცნების” მოქმედ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის, კაცს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ მოლაპარაკებებში. მას შემდეგ კი, რაც პარლამენტმა კანონი ჩააგდო,  დაბეჯითებით მოუწოდებდა ოპოზიციურ პარტიებს, წინასაარჩევნო კამპანია დაეწყოთ, რადგან სხვა შანსი,  უბრალოდ, არ არსებობდა და ახალი  მოლაპარაკებები აღარ გაიმართებოდა. მხოლოდ კობახიძე არა, იმავეს იმეორებდა ქვეყნის მმართველი ბიძინა ივანიშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე. საზოგადოდ, “ოცნების” ყველა ჩინიანი თუ უჩინო ერთ ხმაში ამტკიცებდა, რომ არჩევნები 73/77 სისტემით ჩატარდებოდა და ამას ...

Read More »

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ს წამოსცდა, რომ Covid-19 მათთან გაჩნდა

ამათ შეიტანეს ახალი კორონავირუსი ჩინეთში Covid-19-ით ინფიცირებული “ნულოვანი ავადმყოფი” ამერიკაში იყო დაფიქსირებული. ეს განაცხადა  12 მარტსთავის Twitter–ში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა პრესმდივანმა ჩჟაო ლიცზიანმა. ეს განცხადება კვალად მოჰყვა ინფორმაციას, რომელიც გაასაჯაროვა დაავადებათა კონტროლის ამერიკულმა ცენტრმა. ამ დაწესებულების ხელმძღვანელის რობერტ რედფილდის თქმით, აშშ-ში გრიპით გარდაცვლილ ზოგიერთ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი Covid-19. “დაავადებათა კონტროლის ცენტრს დანაშაულზე წაასწრეს. აშშ–ში როდის დააფიქსირეს ნულოვანი პაციენტი?  რამდენი ადამიანია დაავადებული?  რომელ საავადმყოფოებში? იქნებ ამერიკულმა არმიამ შეიტანა ეპიდემია უხანში?.. აშშ–მა უნდა განგვიმარტოს”, _ განაცხადა ჩჟაო ლიცზიანმა. ჩინეთში აგრეთვე განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაფიქსირდა 2019 ...

Read More »

დღეს საზოგადოების უმრავლესობა პოლიტიკურად ინერტულია და ზოგიერთს ეს ნიჰილიზმი ჰგონია. რაღაც მომენტამდე შეიძლება, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ამ შემთხვევაში საზოგადოების ინერტულობას დავარქმევდი მოთმინებას, რომელსაც თავის დრო და ვადა აქვს. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს (დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე)  აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის (მწყემსის) დაჭრის ფაქტი “მეოცნებე” ხელისუფლება მკვლავინდებურად არ შეიმჩნია და,  შესაბამისი დიპლომატიური რეაგირების ნაცვლად, სისხლიანი ინცინდენტი ისევ იაფფასიანი პოლიტიკური ინტრიგებით გადაფარა. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ფაქტმა ინტერნეტსივრცე მოიცვა და საზოგადოებაში უმწვავესი რეაქცია გამოიწვია, მმართველ გუნდს რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობის ინფორმირება არც უცდია. სახელისუფლო დუმილი ინცინდენტიდან მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, 10 დეკემბერს, დაირღვა, როცა ცნობა მწყემსის დაჭრის თაობაზე სოციალურ ქსელებს მოედო. ერთადერთი განცხადება, რომელიც მოგვიანებით შინაგან საქმეთა ...

Read More »

დღევანდელ ხელისუფალთაგან, სამწუხაროდ, ბევრი დაუფარავად ლობირებს თურქეთის ინტერესებს ერდოღანი ე.წ. თურქ მესხებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდება

რამდენიმე დღის წინათ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ  თაიფ ერდოღანმა ანკარაში გამართულ ერთ–ერთ ღონისძიებაზე XX საუკუნის 40-იანწლებში საქართველოდან (კერძოდ,  სამცხე–ჯავახეთიდან) შუა აზიაში (და თურქეთის ტერიტორიაზეც)  გადასახლებულ თურქ მესხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარა  მათ საქმეს ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე დაიცავს. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში დღეს ყველა თურქ მესხს სამშობლოში დაბრუნება და იქ  ხელახლა დამკვიდრება უპრობლემოდ უნდა შეეძლოს: “ჩვენ არ ვიყოყმანებთ, რათა დავიცვათ თურქი მესხების საქმე ყველა პლატფორმაზე, თუნდაც ყველა ჩუმად იყოს. ერთადერთი გზა, თუნდაც  მცირედით შევუმსუბუქოთ ჩვენს თურქ დებსა და  ძმებს ჭრილობები გულში, არის ის, რომ საშუალება მივცეთ თითოეულ თურქ  მესხს, ვისაც ამის სურვილი აქვს,  საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს. არავინ უნდა დარჩეს გულგრილი ამ ადამიანების წუხილის მიმართ, რომლებსაც , 75 წელია, ძლიერი სურვილი აქვთ  სამშობლოში დაბრუნების…” შეგახსენებთ, რომ ერდოღანის იმპერიალისტური პოლიტიკა საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის რეგიონის მიმართ, უკვე წლებია, დაუფარავ ხასიათს ატარებს. იგი თითქმის ყველა თავის საჯარო გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნავდა და დღესაც აღნიშნავს, ...

Read More »

თქვენს სუფრაზე დადეთ 33 ლარის პროდუქტი და მიხვდებით

თუ გახსოვთ, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ და გამოთქმით განაცხადა: საქართველო  ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია, მაგრამ რად  გინდათ, მომსახურე პერსონალი არ  გვყავსო. მერე იყო, მიშამ პროფტექნიკური სასწავლებლების შექმნა რომ დააანონსა, რომლებშიც ოფიციანტებს, ლაქიებს,  სასტუმროს მომსახურე პერსონალს გაზრდიდნენ. პრეზიდენტი ამბობდა: ჩვენ მოსამსახურეები უნდა ვიყოთო, და ამას ტაშს უკრავდნენ. არავინ ეწინააღმდეგებოდა, არავინ ეუბნებოდა,  რომ ეგებ ახალგაზრდებისთვის  შესაბამისი განათლება მიგვეცა და ისინი კარგი მეცნიერები, იურისტები, ეკონომისტები, ფინანსისტები გაზრდილიყვნენ.  არა, სააკაშვილს მოსამსახურეები  სურდა და, პრინციპში, მთელ ერს,  როგორც თავისმსახურს, ისე უყურებდა. თუ გგონიათ, ახლა რამე შეიცვალა, ძალიან ცდებით. პირიქით _ ამჟამინდელი ხელისუფლება “მოსამსახურე ქართველებს”, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს კი არა, ევროპასაც სთავაზობს. აკი თქვა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა: უნდა გადავამზადოთ ასეულობით ქართველი და საფრანგეთს, გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებს დავახმაროთო. მანამდე კი ტურისტული სეზონი დაიწყო და ...

Read More »