„მაშინებს, რომ ისევ თავს დამესხმება და ვეღარ გადავურჩები!” – თბილისში ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში მცხოვრები ერთ–ერთი მოქალაქე, ირენა სტურუას უცნობიპირი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ის ფეისბუქის

საკუთარგვერდზე წერს.

ირენა სტურუა მომხდარის დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ ამ დრომდესაქმე სრულფასოვნად არ არის

გამოძიებული, ხოლო სამართალდამცავმა უწყებებმა მომხდარზე საქმე აღძრესმუქარის ფაქტზე სს

კოდექსის 151-ე მუხლით. დაზარალებული აცხადებს, რომ დღემდე არ გამოუკითხავთთვითმხილველები და არც

სათვალთვალო კამერაა ამოღებული, რომელიც იმ ტერიტორიაზეა დამონტაჟებული.

ჩემი მეგობრების ნაწილმა იცის, ნაწილმა არა, მაგრამ ახლა გადავწყვიტე საჯაროდ მეთქვა ის, რაც 2018

წლის 10დეკემბერს გადამხდა თავს. ძალიან მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. დღემდე მიმძიმს ამ თემაზე

საუბარი, მაგრამსახელმწიფოს, კერძოდ ძალოვანი სტრუქტურების მიერ აქამდე გამოჩენილმა

გულგრილობამ და უმოქმედობამიძულებული გამხადა საჯაროდ დამეწერა პოსტი.

მოკლედ, 10 დეკემბერს, საღამოს როცა სახლში ვბრუნდებიდი უკნიდან მომეპარა ჩემთვის უცნობი პიროვნება

დამთელი სიძლიერით შემანარცხა ბეტონის კედელს, რამდენი წამი გონება დამებინდა, გონზე რომ მოვედი

მეგონაშემთხვევით დამეჯახა და სანამ საყვედურის თქმას დავიწყებდი გააგრძელა ფიზიკური ძალადობა,

მახსოვს როგორმაგინებდა მემუქრებოდა,- თუმცა კორექტულობიდან გამომდინარე აქ არ დავწერ იმ

სიტყვებს, თუმცა დეტალურადმოვუყევი გამომძიებელს.

ჩემს ყვირილზე გამოვიდნენ მეზობლები რომლებმაც გამოიძახეს პატრული, მოკლედ მოძალადემ როგორც

კიდაინახა მეზობლები ჩემს დასახმარებლად მოდიოდნენ ძალიან მშვიდად გამეცალა, მანამდე კი

მითხრა- შემდეგშიასე იოლად ვერ გადავურჩები. ის კი არა ჩემს დასახმარებლად წამოსულ მეზობელს

მშვიდად ჩაურა, აქვე დავწერ,რომ იმ ქუჩაზე სადაც ჩემზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა არის

ვიდეო სათვალთვალო კამერები( რამდენიმეთვის წინ ჩემს სახლში ქურდი შემოიპარა და სწორედ ამ

კამერის ჩანაწერებით გახსნეს საქმე) . მოკლედ ექსპერტიზაჩამიტარდა 2 დღის შემდეგ, მეც კი არაპროფესიონალი ვფიქრობდი რომ ექსპერტზა

გვიანდებოდა.
საქმეზე ძიებას აწარმოებს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილება და ყველაზე მთავარი-

საქმეაღძრულია მუქარის ფაქტზე სს კოდექსის 151-ე მუხლით, ანუ რა გამოდის მე ფიზიკურად კი არ გამისწორდნენუბრალოდ ქუჩაში დამხვდნენ და

დამემუქრნენ, რაც ნამდვილად არის მომხდარის არასწორი კვალიფიკაცია, დღემდეარ ვარ დაზარალებულად

ცნობილი, დღემდე არაა გამოკითხილი თვითმხილველები, ის ადამიანიც კი არდაუკითხავთ ვინც

საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ვინაიდან ჯერ დაზარალებულად ცნობილი არ ვარ საქმის მასალებსაც ვერ ვეცნობი. მოწმეები მეზობლები

არიან დააქედან მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ რომ არ დაუკითხავთ) მივმართე პრეზიდენტის

ადმინისტრაციასაც თუმცარეაგირება ნული! ვაპირებ მივმართო სახალხო დამცველს.

მართლა აღარ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, განა ვინ არის ასეთი ის მოძალედე რომ ამდენი თვითმხილველის

დაკამერების ჩანაწერის არსებობის შემთხვევაშიც არ აკავებენ. გარდა ემოციურად მძიმე ფონისა მაწუხებს

და მაშინებსის ფაქტი, რომ დღეს ან ხვალ ისევ თავს დამესხმება და ვეღარ გადავურჩები!” – წერს ირენა

სტურუა.

“ნიუპოსტი” მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულს ესაუბრა, სტურუა ჩვენთან კომენტარში

აცხადებს, რომთავდამსხმელი მას სავარაუდოდ იცნობდა, რადგან მუქარის ტონით ეუბნებოდა, რომ

ის იყო ნაციონალურიმოძრაობის მხარდამჭერი და ამ ქვეყნიდან უნდა წასულიყო. “მიყვიროდა, ვეღარ გიშველის ნაციონალი ბიძაშენიო.შენნაირები აქ არ უნდა ცხოვრობდნენ, წაეთრიე

ამ ქვეყნიდანო” – აცხადებს ირენა სტურუა.

“ნიუპოსტი”