`იმ სცენარისთვისაც მზად ვარ, რაც ზვიად გამსახურდიას გაუკეთეს’ – სააკაშვილი

„ძალიან მარტივი ტესტი – 72 საათი ჩემი თავისუფალი სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2″-ის ეთერში, “კვირის აქცენტებში” განაცხადა და განმარტა, თუ რატომ არ ბრუნდება საქართველოში:
„იმ წუთში, როცა ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილებისთვის მზად არის, ეგრევე ჩამოვალ”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, თავი გადადებული აქვს:
„იმ სცენარისთვისაც მზად ვარ, რაც ზვიად გამსახურდიას გაუკეთეს”. – განაცხადა მან.