რუსთავში “ბიზნეს ლედი 2018”-ის დაჯილდოვების მორიგი ცერემონიალი გაიმართება

პროექტ „ბიზნეს ლედი 2018“-ის დაჯილდოვების მორიგი ცერემონიალი გაიმართება ქ. რუსთავში. ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია რესტორანი „ლაზიკა“.  პროექტის მხარდამჭერია სამოდელო სააგენტო „კატრინი“.  როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან პროექტში განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახება წლევანდელ დაჯილდოვების ცერემონიალზე, სადაც მონაწილე საქმიან ქალბატონებს სასიამოვნო სიურპრიზები ელით. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქმიან ქალბატონებს. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ლედის, ანუ ოფიციალური სახელწოდებით: „საქმიანი და წარმატებული ქალბატონები ინკლუზიური განათლებისთვის“ პროექტმა სტარტი აიღო 2013 წელს და ამ იდეის საჭიროება სმატრიარქატის პერიოდის დაწყებამ განაპირობა.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი იყო “განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური დეპარტამენტი”  რომლის  მიზანი იყო ქართველი ქალბატონების მორალური და ფინანსური მხარდაჭერით დახმარება გაწეოდათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნიჭერ მოზარდებს მათი პოტენციალის რეალიზებისთვის, რაც წარმატებით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები  და კერძო კომპანიის ხელმძღვანელები. ღონისძიების დასასრულს ზუგდიდში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას, საქმიანი ქალბატონების მიერ  10 ათასი აშშ დოლარის გადაერიცხა, რომელიც მის მკურნალობას მოხმარდა და ეს ახალგაზრდა დღეს საკუთარი ფეხით დადის. „ბიზნეს ლედი 2018“-ის მედია  ჯგუფი  დიდ მადლობას უხდის  ჩვენს პარტნიორ ქველმოქმედ ქალბატონებს: ნაზი ალასანიასა და ირის ბორჩაშვილს.

 

დაჯილდოვების ცერემონიალის მხარდამჭერი: ტურისტული სააგენტო

მედია მხარდამჭერები: