დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ტელეჟურნალისტი უკრაინის ე.წ. ახალი ეკლესიის მიმართ განსჯისა და მოლოდინის რეჟიმში მყოფ ხელისუფლებასა და ეკლესიას“ პრორუსულ” განწყობაში ადანაშაულებს.
ამ საკითხის განხილვისას, უწინარესად, უნდა ითქვას, რომ, თუ მათემატიკური მეცნიერებები აგებულია ფორმულებზე, განტოლებებსა და კანონებზე, რელიგიები, მით უმეტეს, მართლმადიდებლობა, ეფუძნება ქრისტიანულ დოგმებსა და საეკლესიო კანონებს. ქრისტიანობის განმსაზღვრელიამ წმინდა მოცემულობებიდან გადახრა თუ მათი იგნორირება ეკლესიის რიგით წევრსა და რელიგიური ტიტულის მქონეპირს, მოუნანიებლობის შემთხვევაში, განაყენებს (განკვეთს) ეკლესიიდან დაანათემასაც კი გადასცემს. ეკლესიური გადაწყვეტილებები კრებსითობით მიიღება, “პირადი უცდომელობის” სტატუსით მხოლოდ რომის პაპია აღჭურვილი, რისი მიბაძვის მკაფიო მაგალითსაც კონსტანტინოპოლის პატრიარქის თვითშემოქმედება წარმოადგენს.
ქრისტიანობის სწავლებისადმი თავისუფლად მოაზროვნეობრივი დამოკიდებულება მხოლოდ კონსტანტინოპოლის კონკრეტული პატრიარქის შემთხვევაში არ გამოიხატება. ამგვარი ტენდენცია თუ რელიგიურ-პოლიტიკური ინიციატივები სხვა პატრიარქებისთვისაც იყო დამახასიათებელი.
სამწუხაროდ, სწორედ მსგავსმა მიდგომამ გამოიწვია კონსტანტინოპოლის უნიის შექმნა და ბიზანტიისა თუ კონსტანტინოპოლის დაცემა. შემდგომ კი საქმე იქამდეც მივიდა, რომ 1853-56 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობისას სტამბოლელმა პატრიარქმა ანთიმოზ VI-მ (იოანმნილისი) საბერძნეთის ყველა ეკლესია-მონასტერი და თვით ათონის წმინდა მთის მონასტრებიც დაავალდებულა, წირვაზე (წმინდა ლიტურგიისას) ამ ომში თურქთა გამარჯვებისთვის ელოცათ.
მხოლოდ დიდმა სასულიერო მოღვაწემ და საკვირველთ მოქმედმა ბერმა ილარიონ ქართველმა (ყანჩაველი) ამხილა და გაანეიტრალა დიქტატორის ფსევდო ქრისტიანული იუდა-გამცემლობა და სულიერად შეკრა კიდეც ეს იერარქი. ნიშანდობლივია, რომ, როდესაც პატრიარქობის მოვალეობის მქონე ეს პირი ომის შემდგომ დამხობილ იქნა და გადაწყვიტა, დარჩენილი ცხოვრება ათონის მთაზე სინანულში გაეტარებინა, გემიდან მისი გადმოსვლისთანავე მოხდა მიწისძვრა და წმინდა მთის მოღვაწეთათვის უფრო თვალსაჩინო შეიქნა, რაოდენ მძიმე ცოდვაში იმყოფებოდა ეს ქრისტიანი.
საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილარიონ ქართველის კანონიზაცია მხოლოდ 2002 წლის ოქტომბერში მოახერხა. ამ საზეიმო მოვლენამდე 12 წლით ადრე კი მისი ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი (რუსეთ-თურქეთის ომისდროინდელი) ფაქტები ქართულ ენაზე გამოქვეყნდა “ლაზარეს აღდგინება” #4-ში. ჩვენ თითქმის ათწლეულის განმავლობაში ვააშკარავებდით ე.წ. მსოფლიო პატრიარქთა სეკულარულ კურსს “ლაზარეს აღდგინებაში”. იმ პერიოდში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საკრებო განჩინებით (1995-1997 წლებში) მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებანი იქნა მიღებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მწვალებლურ-ეკუმინისტურ (ანტიმართლმადიდებლურ) ტენდენციათა საპირწონედ.
რელიგიური პოლემიკის სპეციფიკით (კანონიკური, საეკლესიო ტრაქტატების ციტირებით) რომ არ გადავღალოთ მკითხველი, შეიძლება მოკლედ და დაბეჯითებით ითქვას: სტამბოლში არსებული საპატრიარქოს სულისკვეთება ყოველთვის ეკლესიის მთლიანობის დარღვევისკენ იყო მიმართული და მტრისწი სქვილზე ასხამდა წყალს _ მართლმადიდებლობის პროფანაციის, ეკლესიის სეკულარიზაციისა და პანეკუმენისტური მოდერნიზმისკენ იხრებოდა. პოლიტიკური ინოვაციების დანერგვა ყოვლად დაუშვებელია ეკლესიაში. ამის დასტურია, აგრეთვე, ათონზე მოღვაწე ბერთა მონასტრებისა თუ სამღვდელო დასის (კინოტის) მთელი რიგი ოდინდელი მიმართვები თურქეთში მდებარე საპატრიარქოსადმი.
ახლა გამოდიან გრანტის, პორტფელისა თუსასულიერო წოდების მაძიებელი“ თეოლოგები” და პოლიტიკური ლექციის ჩატარებასაც ცდილობენ ჩვენი ერის მამამთავრისადმი. ის კი არ უწყიან, რომ საქართველოზე დამანგრეველად შეიძლება იმოქმედოს იმ ბატალიებმა, რომელთა იგნორირებას ახლომხედველობასაც ვერ დავარქმევთ. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღზევებული ბართოლომეოსი არა მხოლოდ მცირედ მორწმუნეობისა თუ თვით მორწმუნეობის “რელიგიის” მიმდევარია, არამედ ერთ-ერთი ახლომხედველი პაიკია იმ სცენარისა, რომლის ანკესსაც წამოგებული თავისი “მისიის” შესრულების შემდეგ პატრონთა მომდევნო სვლისას მალევე გაიწირება. ეკლესიაში განხეთქილების დათესვის მცდელი ეს სუბიექტი განათლებით უფრო დაინტერესებული რომ ყოფილიყო, ის მაინც ექნებოდა გაგებული, რას ბრძანებდა ჭეშმარიტი თეოლოგი, წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი, რომლის სიტყვებიც თვით არამართლმადიდებელი ოსკარ შპენგლერის “ევროპის დაისის” ერთგვარ პერიფრაზსაც წარმოადგენს: “რელიგია ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე… ქორწინებაა სიწმინდის გარეშე, სიცოცხლე _ აზრის გარეშე… ევროპამ მხოლოდ ის იცის, რასაც თვალით ხედავს და ის სრულიად ბრმაა… ისაა კაცობრიობის უღმრთო აჩრდილი… ნუთუ ვერ ხედავთ ამას? ნუთუ ვერ იგრძენით ანტიქრისტიანული ევროპის დაბნელება? ვისთან ხართ _ ევროპასთან თუ ქრისტესთან? ბაბილონთან თუ ქრისტესთან?”
ევროპაში პირველი საეკლესიო განხეთქილება 1000 წლის წინათ მოხდა, როცა მართლმადიდებლობა არ დათანხმდა გარკვეული წრის მიერ შემოთავაზებულ მომხიბლავ წინადადებას “უფლის საფლავისა” და იერუსალიმის დაბრუნებაზე, რადგან იცოდა, რითაც დასრულდებოდა ეს მოწოდება. ამ “მისიას” სათავეში ჩაუდგა განხეთქილებაში ამ მიზნით ახალ გასული რომის პაპის ინსტიტუტი და პაპის “უცდომელობის” სტატუსით წარუძღვა ჯვაროსნულ ლაშქრობებს იერუსალიმისკენ. მათ დაიბრუნეს კიდეც იუდეა-ისრაელის დედაქალაქი, მაგრამ მუსლიმური სამყაროს შეტევებით დაკარგეს ის და ამას შესწირეს უამრავი მეომრის სიცოცხლეცა და რომის ძლიერებაც.
მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქნა შესაძლებელი, ძველი იუდეისა და ისრაელის ცენტრის დაბრუნება და ოდინდელი საზღვრების მიმართულებით მათი გაფართოება. ამ მოვლენას ხელი შეუწყო რეგიონში წარმოქმნილმა სამხედრო დაპირისპირებებმა და მშვიდობიანი მოსახლეობისგან ამ ტერიტორიების დაცლა-გამოთავისუფლებამ…
იერუსალიმის ძველი იუდაისტური ტაძრის ადგილზე ამჟამად ომარის მეჩეთი დგას. ამ ეტაპზე მისი გადატანა და იქ სოლომონის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების წარმართვა ვინმემ რომ სცადოს, სრულიად მუსლიმური სამყარო (სუნიტები და შიიტები) აღდგება და არა მხოლოდ თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთიდან და პაკისტანიდან დაიძრებიან… ამიტომ, ძირძველი სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის მიხედვით, მიმდინარეობს ეტაპობრივად მათი განეიტრალება და დაბლოკვა. ამ გეგმის განხორციელების პროცესში კი რუსეთსა და თურქეთს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ.
პაიკი პატრიარქი ბართოლომეოსის “მისია” კი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის რელიგიურ ნიადაგზე პროვოკაციულად გააღვივოს დაპირისპირება და ის გარდაუვალ სამხედრო ქმედებებში გადაიზარდოს. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინელ ხალხს სასწრაფოდ მიულოცა “სულიერი დამოუკიდებლობა”, ამით თავისი ლუსტრაცია მოახდინა _ უფრო თვალსაჩინო გახდა, ვისი ინტერესები დგას ყოველივე ამის უკან. ბართლომეოსმა, პოროშენკომ და სხვა ახლო მხედველმა რელიგიურ-პოლიტიკურმა ფიგურებმა რომ იცოდნენ, როგორ ხაფანგს უმზადებს პატრონი, ალბათ, უკან დასახევი გზების ძებნას დროულად შეეცდებოდნენ. ანალოგიურად მოიქცეოდნენ ის ჩვენი მედასავლეთე ტელეპიარისტებიც, რომლებიც მარადიულობას ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე ცვლიან, ხორციელს კი _ სულიერზე და ზოგიერთ ეპისკოპოსს “ყველაზე გავლენიანი” მღვდელმთავრის ტიტულის მინიჭებით აქეზებენ. იუდას გზას ადგანან, აგრეთვე, სააკაშვილის, ახალაიასა და კუდ–ის ის მოძღვრები თუ ადვოკატები (პერსონიფიკაციითა თუ სრული სასულიერო ტიტულატურის ჩამოთვლითაც ვერ დავწვრილმანდებით), რომლებიც თვითნებურად ამყარებენ“ სულიერ” კავშირს განხეთქილების“ ეკლესიასთან” და დაღუპვის ანტიკანონიკურ გზაზე შედგომას დათვურად ულოცავენ.
ისტორიული წარსულიდან და ბიბლიური სწავლებიდან სწორი დასკვნა რომ გამოვიტანოთ, ეკლესიური მთლიანობა და ქვეყანაც რომ შევინარჩუნოთ, უნდა გავითავისოთ უფლის ერთგული მოწაფის _ პავლე მოციქულის სიტყვები: “შეიმოსეთ სრული საჭურველი ღმრთისა… აღმართეთ ღმერთის საჭურველი… წელზე შეირტყით ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლი საბჯრით… იპყართ რწმენის ფარი… აღიღეთხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი” (ეფ. 6, 11-17). წმინდა მამებიც ხომ ამას გვიმეორებენ: ხალხის მომავალს განსაზღვრავს არა სიმდიდრე და პოლიტიკა, არამედ რწმენის, ჭეშმარიტებისა და ეკლესიის _ ამ განუყოფელი ფასეულობის ერთგულად მიმდევრობა!
ეკლესიის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო და სინონიმი _ უფლის განუყოფელი კვართი _ სვეტიცხოვლის ტაძარშია დავანებული. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ “განხეთქილების ვაშლის” შემოგდება ჩვენთან შედეგს ვერ გამოიღებს: ვფიქრობ, ჩვენი სამოციქულო ეკლესიის ბრძენი მამამთავარი ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ეკლესიის კრებსითობის ძალმოსილებას გამოიყენებს და არა წმინდა სინოდის, არამედ საეკლესიო კრების საფუძველზე წარმოჩინდება ივერიის ეკლესიის შეუვალი, მადლმოსილი გადაწყვეტილება (რის შემდეგაც განეიტრალდება ეკლესიის წინმსწრებ-პატრიარქის ტახტის მაძიებელთა თუ რელიგიურ-პოლიტიკურ დაჯგუფებათა არამართლსარწმუნოებრივი ინიციატივები).
ხოლო ის, რომ ეს მართლაც ასე იქნება _ საქართველოს ეკლესია არ აჰყვება პროვოკაციას, სულიერი თუ მისგან განუყოფელი ფიზიკური განსაცდელისგან თავსა და ერსაც დაიცავს და სხვებისთვისაც სასიკეთო მაგალითის მიმცემი იქნება, ამის საფუძველს არა მხოლოდ იოანე ზოსიმეს და უფრო ადრინდელი წინასწარმეტყველებანი, არამედ არაქართული სასულიერო მოღვაწეებიც გადმოგვცემენ. მაგალითად, განსაკუთრებული სიწმიდისა და ასკეტური გამოცდილების მქონე სულიერი მნათობი ღირსი სერაფიმე საროველი ბრძანებს, რომ ქვეყნიერი ისტორიის მიწურულისას (აპოსტასიურ ჟამს) “უფლის ტრაპეზზეღვინო საქართველოდან მოვა, ხოლო პური_ რუსეთიდან” …კირილე ლავრიოტისსა დაასტერიოს არგირიუსს საქართველოს ეკლესია გამარჯვებულ ეკლესიად მიაჩნიათ, რომელზეც (მიუხედავად “მცირე” ძალისა) გავლენას ვერ მოახდენენ წუთისოფლის ძალნი…
საკუთარი თავისა და ქვეყნიურ ძალებთან დამოკიდებულებისათვის კი მაცხოვარი თავის მიმდევრებს ასე გვამხნევებს: “არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით… უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველივე შეგეძინოთ თქვენ” (2რჯ. 8,3; მთ. 4,4; ლკ. 4,4; მთ. 6,33). და თუ მართლაც დავუჯერებთ მაცხოვარს და მის ეკლესიას, აღმოგვხდება ფსალმუნისეული სამადლობელი ღმრთისადმი: “განვვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი და გამომიყვანენ ჩვენ განსასვენებელად” (ფს. 65,12). ხოლო ერთმანეთს აღმსუბუქებით ვახარებთ საუფლო სიტყვებს: ჭეშმარიტად აღმსარებლობამ და “სარწმუნოებამან” ჩვენმან გადაგვარჩინა ჩვენ (შდრ. მთ.9,22). ამინ!
მირონ (მერაბ) სულაქველიძე,
ჟურნალ “ლაზარეს აღდგინების” რედაქტორ–გამომცემელი, საეკლესიო მწერალი და ღმრთის მსახური.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.