ჯერ იყო და ყოფილი პრეზიდენტი გვაოცებდა თავის კომიკური განცხადებებით: თუ ნატოს კარი დაკეტილია ფანჯრიდან გადავძვრებით რომ რუსეთმა არდაგვინახოსო. ახლანდელია და ზურაბიშვილი ამბობს ევროპაში შევალთ და წევრები არ გვერქმებაო.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა euradio.fr-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“საქართველო ერთ-ერთი პირველია, ვინც მოვლენების განვითარებას ელოდება. ბრექსითიმ შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გააჩინოს. შეიქმნება ახალი არასტანდარტული ფორმატები, რომელთა გამოყენებაც საქართველოს შეეძლება. ჩვენი იდეაა, ვისარგებლოთ ევროპული არჩევნების გადამწყვეტი მომენტითა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის 10 წლის იუბილეთი, მოვაწყოთ კონფერენცია ბათუმში, სადაც ევროკავშირის წევრებსა და ასოცირებულ სახელმწიფოებს მოვიწვევთ. სწორედ ასოცირებულმა სახელმწიფოებმა უნდა გააკეთონ შეთავაზებები, რადგან ევროკავშირს მომავალზე ფიქრისთვის და ახალი იდეების წამოყენებისთვის ჯერ დრო არ ექნება. ვეცდებით, ამით ვისარგებლოთ და ჩვენი იდეებითა და შეთავაზებებით შევავსოთ თავისუფალი სივრცე.
იმ სამოქმედო გეგმის მთავარი იდეა, რომლის წარდგენასაც ბათუმში ვაპირებთ, არის ის, რომ საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი ისე, რომ წევრი არ ერქვას. ჩვენ უკვე გავაფორმეთ სატრანსპორტო შეთანხმება, ისეთი პროგრამები, როგორიცაა Erasmus-ი, საქართველოს სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარგად უნდა დავფიქრდეთ და წარვადგინოთ შეთავაზებების კონკრეტული სია, რომელიც ჩვენს ინტერესებს გამოხატავს. მათ შორის გარემოს დაცვა, შრომითი კანონმდებლობა, ეს არის რამდენიმე სფერო, რომელშიც რესურსები გვჭირდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ipress.ge.