“გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა.

ივანიშვილმა გააუქმა ამერიკელი მასწავლებლების მიერ ინგლისურის სწავლის პროგრამა, დახურა ამერიკული ტექნოლოგიური და შავი ზღვის უნივერსიტეტები, ქვეყნიდან გააქცია ბენდუქიძე და დააზიანა მისი უნივერსიტეტი და ახლა ყველა ბავშვის მომავალს შეეხო, ამ უკიდურესად მავნებლური გადაწყვეტილებით”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი: გურიის მოამბე