გადაცემა ფარულ კონვერტში თაკო ჩარკვიანმა პირველად გაახმოვანა ის ფაქტი, რომ მის ძმას, მამუკა ჩარკვიანს, როდესაც საოპერაციოდ საკმაოდ მოზრდილი თანხა ესაჭიროებოდა, ამჟამინდელმა მთავრობამ, უშუალოდ კი პრემიერ მინისტრის სამსახურმა მანამდე არ დაუფინანსა გადაუდებელი ოპერაცია, სანამ რუსთავი 2 და პირადად ნიკა გვარამიამ საკონცერტო საქველმოქმედო მარათონი არ დააანონსეს. ასეთი მხარდაჭერისთვის თაკომ რუსთავი 2-ს გადაუხადა მადლობა, თუმცა ისიც დასძინა, რომ პრემიერის სამსახურმა თანხის ჩარიცხვამდე საქველმოქმედო მარათონის გაუქმება მოსთხოვეს, რაზეც თაკომ უარი განაცხადა, თუმცა რუსთავი 2-ის შემოქმედებითი კოლექტივის დაჟინების შემდეგ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა და დღეს არაჩვეულებრივი მომღერალი და ადამიანი მამუკა ჩარკვიანი ცოცხალია.
