29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასურველის მისაღწევად უნდა გააქტიურდეთ. სიფრთხილე გმართებთ კარიერისთვის ბრძოლისას. ზოგიერთმა შეიძლება სხვისი დანაშაული აღიაროს. მოთოკეთ ემოციები და კამათზე არ გადახვიდეთ.

კურო
კარგი დღეა პარტნიორული ურთიერთობების აღსადგენად. ზოგიერთი უცხოეთში მცხოვრებ ახლობელთან გააუმჯობესებს კავშირს. მიმდინარე მოვლენებს ფილოსოფიურად შეხედეთ.

ტყუპი
იმისათვის, რომ წყლიდან “მშრალი გამოხვიდეთ”, მაქსიმალურად გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. აკონტროლეთ ემოციები, დაიცავით უსაფრთხოების წესები.

კირჩხიბი
ოჯახური საქმეების გამო მოსალოდნელია კამათი ნათესავთან. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციას და ეცადეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

ლომი
საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. თუ დღეს მგზავრობას აპირებთ, შეამოწმეთ ავტომობილი.

ქალწული
საყვარელ

ადამიანთან ფულის გამო მოსალოდნელია კონფლიქტი. თავშეკავებულად იმოქმედეთ და მოიცილეთ ზედმეტი საქმეები, ადამიანები. მოერიდეთ კონფლიქტს.

სასწორი
დღეს ნებისმიერი წვრილმანი და ადამიანის ნებისმიერი ქცევა გაგაღიზიანებთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას ახლობლებთან. მეტი დრო დაუთმეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

მორიელი
არავის დაანახვოთ, თუ რამდენად გაბრაზებული და განაწყენებული ხართ. ნუ სთხოვთ დახმარებას მათ, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.

მშვილდოსანი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. შეიძლება მიგატოვონ მეგობრებმა, პარტნიორებმა. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიძლება ყულაბის გახსნამ მოგიწიოთ.

თხის რქა
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები. ნერვიულობამ შეიძლება თავადვე დაგაზიანოთ. შეიძლება მხარდაჭერა მიიღოთ უფროსი კოლეგის ან ნათესავისგან.

მერწყული
სამსახურისა და საოჯახო საქმეების შესრულებას მოანდომებთ მთელ დღეს. ზედმეტმა თავისუფლება შეიძლება უსიამოვნება მოგიტანოთ. ნუ მიიღებთ მონაწილეობას ბუნტში.

თევზები
ეცადეთ, დაიცვათ სკაუთარი თავი ნებისმიერი უსიამოვნებისგან. ისე მოიქცეთ, როგორც თქვენი სინდისი გიკარნახებთ. რჩევისა და დახმარებისთვის უფროს ნათესავს ან კოლეგას მიმართეთ.