ჯონდი ბაღათურია აზიელი და აფრიკელი მიგრანტების მასობრივ ჩამოსახლებას აპროტესტებს და აინტერესებს, რატომ მოაწერა მთავრობამ ხელი საიდუმლოდ გაეროს „მიგრანტთა პაქტს“, რომლის თანახმადაც, საქართველოში აზიელი და აფრიკელი მიგრანტების ჩამოასახლება და მათთვის დიასპორების შექმნა იგეგმება?! For.ge-ს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდიბაღათურია ესაუბრა.
რამდენად რეალურია აზიელ და აფრიკელ მიგრანტთა გადმოსახლება და რას გულისხმობს „მიგრანტთა პაქტი“?
– 2018 წლის 10 დეკებერს, საქართველო გაეროს „მიგრანტთა პაქტს“ შეუერთდა. ამ პაქტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით, ისე, რომ ქართველებს არაფერი გვკითხა, საკუთარ თავზე ვალდებულება აიღო, აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან შეუზღუდავი რაოდენობით, შეუფერხებლად გადმოასახლოს აფრიკელი და აზიელი მიგრანტები. ძირითადად ეს ქვეყნებია ანგოლა, ნიგერია, სომალი, ავღანეთი, ერაყი, იემენი, ლიბია და ა.შ.
რამდენ მიგრანტზეა საუბარი და თუ არსებობს მათთვის დაწესებული კვოტა?
– კვოტა არ არის მითითებული. ადრე მიმდინარეობდა კვოტებზე საუბარი და მაშინ 1000-2000 მიგრანტის მიღების წინააღმდეგი ვიყავით, ახლა კი საერთოდ არ არის კვოტა. დღესდღეობით 850 ათასი მიგრანტია რიგში, რომელიც ევროპაში შეჭრას ცდილობს. მოგეხსენებათ, ანგელა მერკელი კოორდინირებდა ამ პროცესს. დღეს მას მცდელობა აქვს, ეს 850 ათასი მიგრანტი ჩვენს რეგიონში გადმოამისამართოს. მათ მიღებაზე თურქეთმა უარი განაცხადა, ასევე მოიქცა რუსეთი. დარჩა აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი. მარტო ამ სამი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია მიგრანტთა ეს ნაკადი, რადგან ჩაყლაპავენ ჩვენს რეგიონს, მაგრამ სომხეთი და აზერბაიჯანი არ იღებს ზემოხსენებულ მიგრანტებს. ჩვენი ხელისუფლება კი რას ფიქრობს, არ ვიცი. 850 ათასი მიგრანტი კი არა, 8500-იც რომ ჩამოასახლონ, აქ სისხლისღვრა ატყდება. ჩვენ დიამეტრალურად განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები ვართ და ეს კულტურათა კონფლიქტადაც შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოშიც რომ გაგრძელდეს ის დამოკიდებულება, რასაც აზიელი და აფრიკელი მიგრანტები ევროპაში ქალების მიმართ იჩენენ, ჩვენები უეჭველად დახოცავენ მაგათ. ზემოხსენებული მიგრანტები მასობრივად ევროპაში როგორც კი ჩავიდნენ, იმატა ნარკოტიკებით ვაჭრობამ, ბანდიტიზმმა, სხეულით ვაჭრობამ, ქალების გაუპატიურებამ და ცემამ ქუჩაში.
რელიგიური აღმსარებლობით მიგრანტებს შორის რომელი სარწმუნოების ხალხი სჭარბობს?
– არ აქვს მნიშვნელობა, ისინი მუსლიმანები იქნებიან, თუ ქრისტიანები. უბრალოდ, კულტურულად, ცნობიერებით ეს ხალხი განსხვავდება ჩვენგან. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა კიდეც, ევროპელმა ლიდერებმა ტრაგიკული შეცდომა დაუშვეს, როდესაც კარი გაუღეს აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტებს და მიგრანტებმა ძალადობრივად შეცვალეს მათი კულტურული გარემო.
საქართველოსთან შედარებით მდიდარმა ევროპამ შეზღუდა მიგრანტების მიღება, ჩვენ კი ეკონომიკურადაც არ ვართ მძლავრი ქვეყანა, კრიმინალური ვითარებაც მძიმეა და დაუსჯელი უცხოელები გაცილებით მეტს ბედავენ საქართველოში, ვიდრე ადგილობრივები. ნუთუ არ გვაქვს არგუმენტები, რომ მიგრანტების მიღებას შევეწინააღმდეგოთ?
– ევროპა ცდილობს მიგრანტთა მიღება შეზღუდოს ჩვენთან გადმომისამართების ხარჯზე. ამას ჩვენ არ ვეთანხმებით. ჩვენ თანავუგრძნობთ აფრიკელებს და აზიელებს, ამ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას. ნამდვილად გვეცოდება ისინი, რადგან იქ დიდი გასაჭირია, მაგრამ მათი ცხოვრება ჩვენ არ აგვირევია. მათი ცხოვრება არიეს იმპერიალისტებმა, რომლებიც ამ ქვეყნების ოქროსა და ბუნებრივ რესურსებს დაეპატრონენ, ამიტომ ვინც აურია ცხოვრება, მანვე დაულაგოს. ჩვენ არ შეგვწევს მათი მიღების ძალა. მეორეც, დღეს ევროპაში ემიგრირებული მიგრანტებიდან მხოლოდ 60%-ის იდენტიფიცირება მოხერხდა და ამ იდენტიფიცირებულებშიც კიდევ ცდომილებაა. დანარჩენების ვინაობა ვერ ზუსტდება.
აფრიკისა და აზიის რეგიონები მოიცვა და დაიპყრო ტერორიზმმა. ერაყში შეერთებული შტატების, ხოლო სირიაში რუსეთის აქტივობამ, პრაქტიკულად, გაანადგურა ტერორისტების ბუდეები და ახლა ისინი ცდილობენ, ჩვენი რეგიონისკენ წამოვიდნენ. შესაბამისად, გარდა ჩვენი ეროვნული და სოციალური განწყობისა, ჩვენ მივიღებთ დესტაბილიზაციას არა მხოლოდ იმ ნიადაგზე, რომ აქ კულტურათა და ცივილიზაციათა შეჯახება მოხდება და ამის ეპიცენტრად საქართველო გადაიქცევა, არამედ ჩვენ მივიღებთ გაზრდილ ტერორისტულ საფრთხეებს. თუკი ევროპა ვერ ახერხებს 60%-ის იდენტიფიკაციას, საქართველო რისი გამკეთებელია?
რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოს, რომ მიგრანტები შემოუშვას? აქ ფინანსურ ინტერესზეა საუბარი?
– დიახ, როგორც წესი, ფულის გამო ყიდიან სამშობლოს, ფულის, თანამდებობის, პირადი კეთილდღეობის გამო. ახლაც 3 მილიარდნახევარ ევროს შეჰპირდნენ საქართველოს მთავრობას, მათაც დიდი იმედი აქვთ, რომ აქედან მესამედს მოახმარენ ლტოლვილების შემოყვანას, დანარჩენს კი შეჭამენ და სახლში წაიღებენ. მაგრამ საქართველომ და ქართველმა ხალხმა რა ქნას? ჩვენს ოჯახში ხომ უნდა გვედგომებოდეს? განა შეიძლება, მიიღონ გადაწყვეტილება და ოჯახში ვიღაც შემოგვისახლონ? ხომ უნდა გვკითხონ, თანახმა ვართ თუ არა? თანაც, სტუმრად არავინ მოდის. იქ მე-4 მუხლში წერია, რომ საზღვარზევე უნდა მიაწოდონ მიგრანტებს პირადობის მოწმობები, მე-6 მუხლში წერია, რომ უნდა უზრუნველყონ ისინი ღირსეული სამუშაო ადგილებით და ღირსეული პირობები შეუქმნან, მე-16 მუხლი კი ამბობს, რომ მათ სრული ინტეგრაციისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა შევუქმნათ, რათა უფრო მეტი მიგრანტი ჩამოვიდეს. ერთუჯრედიანი იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამას ხელი მოაწეროს. მე-19 მუხლი ამბობს, რომ ავღანელებისა და აფრიკელების დიასპორები უნდა შევქმნათ და მათ უნდა შევუქმნათ მდგრადი განვითარების პირობები.
თავის დროზე ე.წ. თურქი მესხების შესახებაც იყო საუბარი, რომ ისინი საქართველოში მასობრივად უნდა დაბრუნებულიყვნენ, რაც ქართველმა ერმა არ დაუშვა. რისი გაკეთება შეუძლია
ახლანდელ საპროტესტო მუხტს?
– იმ პერიოდში საუბარი იყო მესხეთში მცხოვრებ თურქებზე, რომლებიც თავის დროზე სწორედ თურქეთის საოკუპაციო რეჟიმმა თურქეთის ცენტრალური რეგიონებიდან საქართველოში გადმოასახლა, ესენი იყვნენ ჩვეულებრივი თურქები, რომლებიც მესხეთში ჩაასახლეს, მერე კი ისინი ბოლშევიკებმა გადაასახლეს და ჩვენ არც თურქეთიდან მათ ჩამოსახლებაში ვიყავით დამნაშავე და არც აქედან გადასახლებაში. ამიტომ წლების წინ ქართველი ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო და 300 ათასი თურქი არ ჩამოასახლეს. რაც შეეხება აზიელ და აფრიკელ მიგრანტებს, დღემდე ჩვენი აქციის მიზანი იყო, ხელისუფლებასთან მოგვეხერხებინა დიალოგის წარმოება, რათა ჩვენი ხელისუფლება გამიჯნოდა ამ პოლიტიკურ შეთანხმებას. ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი, ეს არის ამ ხელისუფლების უკიდურესად უგუნური გადაწყვეტილება. ჩვენ ვითხოვთ, გამოვიდეს საქართველო ამ შეთანხმებიდან და უარი თქვას ამ ვალდებულებაზე.
პირველი აქცია ჩავატარეთ 24 დეკემბერს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო ჩვენთან დიალოგი, მაგრამ მოგვატყუეს. აქ საუბარი იყო, რომ მთავრობასთან ერთად დაიწყებოდა ჩვენთან დიალოგი, მაგრამ არ გააგრძელეს ეს დიალოგი. ამიტომ ახლა მეორე აქცია ჩავატარეთ. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათასი მოქალაქე პარლამენტის შესასვლელთან იდგა რამდენიმე საათის განმავლობაში, პარლამენტის სპიკერატიდან არავინ გამოვიდა ჩვენთან სალაპარაკოდ. აზიელი და აფრიკელი მიგრანტების ჩამოსახლების წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას 16 მარტს, პირველ საათზე პარლამენტის ზედა შესასვლელთან ჩავატარებთ. იქ გამოვიყვანთ ასი ათას ქართველს. გარწმუნებთ, ასი ათასი ქართველი შთაბეჭდილებას მოახდენს მთავრობაზე და მთავრობასაც დიალოგი მოუწევს ქართველ ხალხთან.
FOR.GE.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.