გვარამიას მოულოდნელი განცხადება: დღეს მე ვარ ეკა ბესელია!

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეკა ბესელია სოლიდარობა გამოუცხადა.

“დღეს მე ვარ ეკა ბესელია, ეს ასეა!  საერთოდ არ მაინტერესება არაფერი იმის მიღმაა, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. დღეს სრული სოლიდარობა მას, ის არის მორალური ტერორის მსხვერპლი.

ბოლოს უნდა ვთქვა, ის ვისაც დასაძრახი ჰგონია, აქამდე ღალატით დაშანტაჟება იყო სექსუალური კადრების გამოქვეყნება, ახლა უკვე გადავიდნე იმაზე, რომ თავისუფალ ადამიანს როცა სექსია აქვს, ამის გადაღება და გამოქვეყნება თურმე სირცხვილია. ავად ხართ მეგობრებო, ყველას გვაქვს სექსი და გადასარევად ვგრძნობთ თავს. მართლა ავად ხართ, რადგან გგონიათ რომ ამის გამო ადამინები დასაცინები არიან. თქვენც დაკავით იმით, რასაც იღებთ, სჯობს იმ გადაღებას, გირჩევთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.