წერტილი, ჩემთვის ბევრი რამე ცხადზე უცხადესია – ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“3 წლის წინ როცა პოლიტიკოსების ფარული კადრები გავრცელდა,პირველი ჩემს პროფილზე დადეს,მაშინვე ვიყვირე პროკურატურააა ,წავედი დავწერე განცხადება და ჩემი განცხადების საფუძველზე აღიძრა საქმე, სამი დღე დაკითხვაზე დავდიოდი, მერე დააკავეს ვიღაცები, ვინც სავარაუდოდ სააკაშვილის დროს იღებდა ამ დავალებებს, სასამართლოზე მოწმედაც კი ვიყავი, რაც მთავარია ვერ მიაგნეს ამტვირთავს, ვინ გაავრცელა სოციალურ ქსელში.

ჰოდა იგივე კადრები გაავრცელეს ამ დღეებშიც და დარწმუნებული ვარ ამტვირთავი იგივეა,ვინც მაშინ! მორჩა, წერტილი,ჩემთვის ბევრი რამე ცხადზე უცხადესია!”– წერს ნინო ჯღარკავა.

multimedia.ge