ათონის მთის უარი ბართლომეოსს, ჩვენი საპატრიარქო რატომ დუმს ?

ათონის წმინდა მთის
კინოტმა ( ადმინისტრაციულო ორგანო, სადაც ყველა მონასტრიდან არიან წარმომადგენლები მივლინებული ) 2019 წლის 9 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე უარი უთხრეს საკუთარ პატრიარქ ბართლომეოსს გაეგზავნათ წარმომადგენლები უკრაინის ე.წ ავტოკეფალურ ეკლესიის ახლადარჩეული პატრიარქის ეპიფანეს ინტრონიზაციაზე დასასწრებად. ათონის მთის წმინდა კინოტში შემავალი 20 მონასტრიდან 13 წინააღმდეგი წავიდა. წყარო : ათონის მთა. რაც შეეხება ჩვენს საპატრიარქოს ბოლო განცხადებას ჯერ კიდევ არაქვთ პასუხი. საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოს პატრიარქს ხვალ შეხვდება. ჯაღმაიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.
წყარო: საპატრიარქოს.