NDI: მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ კორუფცია ყველა სამთავრობო სტრუქტურაში მეტ-ნაკლებად გავრცელებულია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ კორუფცია ყველა სამთავრობო სტრუქტურაში (სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი და სამინისტროები) მეტ-ნაკლებად არის გავრცელებული.

მოქალაქეები ყველა უწყებაში კორუფციის მთავარ ფორმად ნეპოტიზმს ასახელებენ.

სამინისტროები

გამოკითხული მოსახლეობის 13% ფიქრობს, რომ სამინისტროებში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 40%-ის მოსაზრებით მეტ-ნაკლებად გავრცელებულია, 14%-ის თქმით სამინისტროებში კორუფცია საერთოდ არ არის.
ადგილობრივი თვითმმართველობა (საკრებულო, მერია, გამგეობა)
გამოკითხული მოსახლეობის 12% ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 39%-ის თქმით – მეტ-ნაკლებად გავრცელებულია, 19% კი ფიქრობს, რომ იქ კორუფცია საერთოდ არ არის.

სასამართლო

14%-ის განცხადებით სასამართლოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 34%-ის თქმით, მეტ-ნაკლებად, 14% ამბობს, რომ სასამართლოში კორუფცია საერთოდ არ არის.

პოლიტიკური პარტიები

გამოკითხული მოსახლეობის 12% აბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 34%-ის თქმით, მეტ-ნაკლებად გავრცელებულია, 14%-ის მოსაზრებით საერთოდ არ არის კორუფცია პოლიტიკურ პარტიებში.

პროკურატურა

მოსახლეობის 10% მიიჩნევს, რომ პროკურატურაში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 34%-ის განცხადებით, მეტ-ნაკლებად გავრცელებულია, 17% ამბობს, რომ პროკურატურაში კორუფცია საერთოდ არ არის.

პარლამენტი

გამოკითხულთა 12%-ის თქმით, პარლამენტში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 32% მიიჩნევს, რომ მეტ-ნაკლებად, 16%-ის თქმით კი, პარლამენტში კორუფცია საერთოდ არ არის.

საჯარო დაწესებულებები (სახელმწიფო საავადმყოფოები, საჯარო სკოლები, საჯარო ბაღები, სახელმწიფო უნივერსიტეტები, საჯარო მომსახურების სააგენტოები და ა.შ.)

8% მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 36%-ის თქმით, მეტ-ნაკლებად, 27%-ს სჯერა, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფცია საერთოდ არ არის.

პოლიცია

გამოკითხული მოსახლეობის 9% ამბობს, რომ პოლიციაში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 32%-ის თქმით, მეტ-ნაკლებად გავრცელებულია, 25% კი, აცხადებს, რომ პოლიციაში კორუფცია საერთოდ არ არის.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

press.ge