სამხედრო უნიფორმის განახლებასთან ერთად, მინისტრის გადაწყვეტილებით, 7 აპრილიდან ძალაში შედის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა შეზღუდვა სამხედრო სამსახურში წვერის ტარების აკრძალვის შესახებ უქმდება – ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჯარში წვერის ტარების ნებართვა ეძლევათ.
ქართველ სამხედროებს მალე ახალი სამხედრო ფორმა ექნებათ. დღეს, საწარმოში პირველი ფორმა შეიკერა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ლევან იზორიას საწარმოს ხელმძღვანელობამ ის ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო, რომელიც ახალი სამხედრო ფორმის შეკერვისას გამოიყენება. ახალი ფორმების მაღალი ხარისხის მატერიით იკერება, რომელიც ნატოს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სამხედრო ფორმის კერვის პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა შენიშვნებიც არის გათვალისწინებული. ახალი უნიფორმების შეკერვა 7 აპრილს დასრულდება.
თამარ სამუშია