ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში “კვირის აქცენტები”, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას 10 მილიონამდე დოლარი აქვს მობილიზებული, საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისათვის.
ექს-პრეზიდენტის განცხადებას, სოციალურ ქსელში სარკაზმით გამოეხმაურა “ტაბულას“ დმაფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.
“ნაწილს ზღვით შემოიტანს, ნაწილს გვირაბით!”, – დაწერა სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ავტორი: გურიის მოამბე