„წინაასაარჩევნო პერიოდი იყო აბსოლუტურად უთანასწორო, უსამართლო და არადემოკრატიული და გამოცხადებული შედეგებიც მოულოდენელობას არ წარმოადგენდა, რადგან ნათელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად ეცდებოდა არჩევნების გაყალბებას და მასზე მანიპულირებას, რათა თბილისში მოეპოვებინათ ე.წ. უპირატესობა თბილისში,“- ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, „ ქათულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაედო ის შედეგი, რომელიც მას უნდოდა.
„ერთი რამ შემიძლია სრული პასუხისმგებლობით, ეს არის ბოლო არჩევნები, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ წარატებას მიაღწია. მე არ მგონია საქართველოში იყოს ვინმე ჭკუათმყოფელი, რომელსაც სჯერა, რომ ბოკერია პარტიამ აიღო 8-9 % პროცენტი და თუნდაც ჩვენმა პარტიამ 3 %. ეს ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს გააცოცხლოს ნაციონალური მოძრაობის გინდა ერთი გინდა მეორე ფრთა, რათა ამით საკუთარ უუნარო ხელისუფლებას სიცოცხლე გაუხანგრძლივოს. მაგრამ არაუშავს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვის გვერდშიც გიგა ბოკერია დგას როგორ ამთავრებს ხოლმე ის გუნდი პოლიტიკურ კარიერას, ასე დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
http://info7.ge