ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილზე:
„ის სტილი მმართველობის, რაც გახლდათ სააკაშვილის, მედია როგორც იყო მონოპოლიზირებული, ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან, ხან სახურავებიდან გვესაუბრებოდა, ხან მღვიმეებიდან გვესაუბრებოდა, გვიხატავდა როგორ კარგად მიდიოდა ყველაფერი და აღწერდა სიტუაციას, რომ საოცარი აღმშენებლობა მიდის, ნაცვლად იმისა, რომ რეგიონთან გაეკეთებინა ელემენტარული შედარება ეკონომიკური წარმატებების მხრივ, რაშიც არასდროს პირველები არ ვყოფილვართ ჩვენ არსდროს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელე-ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
“დავით აღმაშენებელს ედრებოდა, წარმოდგიდგენიათ როგორი თავხედობაა, უკაცრავად. ჯერ ვთქვათ, ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს გაბედო და შეედარო, მერე როგორი უმეცრობაა, როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11-მე-12 საუკუნისას, მაგრამ ვერაფერს ვერ ეძებდა. ეს კარგი მაგალითია იმის, როგორ გაებრუებინა საზოგადოება. ეს ერთი ამით ახერხებდა, რომ ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ, მეორე – ვინც არ ემორჩილებოდა – ციხეები გავსებული იყო, ცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც. ამ მეთოდით ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ხელისუფლება“ – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იმით, რომ ყველას ყველაფრის უფლება აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე უკეთ სარგებლობს.
„ადრე წყლის დასალევად არ ამოდიოდნენ ზემოთ პარლამენტში, ახლა ჩვენ არ გვიშვებენ“- დასძინა ყოფილმა პრემიერმა.
http://guardian.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი