“მე არ შემიმჩნევია”- ქობულია კორუფციაზე

ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც და ქვეყანაშიც, თუმცა კორუფცია ამ პრობლემებს შორის არ არის – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი NDI-ს კვლევის იმ ნაწილს, სადაც მოსახლეობა ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა

„ჩემი აზრით და გამოცდილებით, სახელმწიფო სტრუქტურებში მე არ შემიმჩნევია არც ერთი შემთხვევა, სადაც კორუფციული გარიგება იყო. ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა და არც მსმენია ვინმესგან ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც, ქვეყანაშიც, თუმცა კორუფცია ამ პრობლემებს შორის არაა. მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული საზოგადოებაც და მთავრობაც. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩასატარებელი სამუშაოები, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები”, – განაცხადა ქობულიამ.

ავტორი: გურიის მოამბე