მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 5 წლის ვადით 30 მილიონი ლარი ისესხა

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 5 წლის ვადით 30 მილიონი ლარი ისესხა – მილიარდელის ხელისუფლება ქვეყანას და მომავალ თაობას მილიარდობით ვალს ადებს საკუთარი კეთილდღეობის მოსაწყობად.

29 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 37 875 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.510 პროცენტით, მაქსიმალური 7.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.540 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
infonevs.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.