სამშობლოს ტოვებენ ქართველები და გარბიან ემიგრაციაში!

წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა და ამ სიკეთით ათასობით ქართველმა ისარგებლა. მართალია იმ ქართველებში, რომელთაც ევროკავშირების საზღვრები უვიზოდ გადალახეს ყველა არ იყო, როგორც იტყვიან მამა აბრამის ბატკანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმეტესობა გაუსაძლისმა პირობებმა გაუყენა შორეთი ქვეყნის გზას.

არადა, ისტორიულად ქართველობას არ ახასიათებდა უცხო ქვეყნებში ბუდის დადება. განსხვავებით ზოგი მეზობელი ერისაგან. ქართველთათვის უცხოობაში ხანგრძლივად ყოფნა ტრაგედიის ტოლფასი იყო, ნოსტალგის ჭამდა მათ სულს და სხეულს.

სამშობლოდან ნებსით თუ უნებლიედ გახიზნული ქართველი კაც,  უბით დაატარებდა მშობლიურ მიწას, რომ  გულზე დაეყარათ მისთვის.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: – მაშ რატომ გარბიან სამშობლოდან  მათი შთამომავლები? რა აიძულებთ სამშობლოდან შორს ეძიონ ნავსაყუდელი? პასუხი ცალსახაა – რა თქმა უნდა პირველ რიგში ეკონომიკურმა გაჭირვებამ, უმუშევრობის მაღალმა დონემ, შვილებისთვის შესაფერისი განათლების მიღების სურვილმა, ელემენტარულად, ოჯახის რჩენის აუცილებლობამ-უპერსპექტივობის განცდამ.

დღეს, შეიძლება ითქვას, ათიათასობით ქართული ოჯახი სწორედ უცხოეთშია ემიგრირებული, ისინი  მათი შვილების, დედების, მამების, ძმების დების, მეუღლეების გამოგზავნილი ფულით ცხოვრობენ და რომ არა ეს დახმარება, ელემენტარულად ეს ოჯახები არსებობას ვერ შეძლებდნენ.

ასეთ რამეს, არამგონია რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებდეს, და ეს მხოლოდ და მხოლოდ სდაქართველოს ხელისუფლების”ნოუჰაუა”. სხვა საკითია ის,  რომ ადგილობრივ ხელისუფლებას გარდა ცარიელი სიტყვებისა, თითი თითზე არ დაუდია დაბრუნებულ ემიგრანტთა პრობლემების მოსაგვარებლად.

ადამიანს შიმშილით სული რომ გასძვრეს, მიმხედავი არავინაა. თუ არ ჩავთვლით მიზერულ სოციალურ დახმარებას და პენსიას, რომელიც საარსებო მინიმუმთან ახლოსაც არ არის.

სამწუხაროდ, რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა ქართული ხელისუფლების ამ მოთხოვნას მხარი აუბეს და ქართველებს თავშესაფრის მიცემაზე უარს ეუბნებიან.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არ ჯდება ევროპული დემოკრატიის სტანდარტებში, რადგან ამ სტანდარტის მიხედვით, ადამიანის უფლებათა დაცვაა უმთავრესი.

ნუთუ ამ ქვეყნების ხელისუფალთ, ერთხელ მაინც არ გასჩენიათ კითხვა: – თუ ასეთი კარგი, უსაფრთხო და ეკონომიკურად წელგამართული ქვეყანაა საქართველო, მაშინ რატომ გამორბიან იქიდან ქართველები? – შესაძლოა გულში კი ფიქრობენ ამას ევროპული ქვეყნების მესვეურები, თუმცა ხმამაღლა არავინ ამბობს, ალბათ არ აწყობთ ამის თქმა მიზეზთა და მიზეზთა გამო.. მაგრამ, რა ქნას ქართველმა კაცმა, რომლის ბოლო იმედიც სწორედ ევროპაა ?!


გიორგი მარჯანიძე – ჟურნალისტი