მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ქართული ემიგრაცია გახლიჩა.
“საშინელება ხდება!!! გახლიჩეს აქაური ქართველობა, დიდი ომია ემიგრანტებში ამ კაცის გამო… არა მარტო ამერიკაში, ევროპაშიც… და რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცეებს მანდ, არცთუ ნეიტრალურ ადამიანებს, ეს ვითარება აწყობთ. ჩვენ კი, ვისაც გულწრფელად გვიყვარს სამშობლო და ყოველგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის კეთილდღეობას ვაყენებთ წინ, აშკარად უპატრონოდ ვგრძნობთ თავს. ეტყობა, საქართველოშიც იგივე ხდება… ისევ მიშისტები გვიტევენ, იქაც და აქაც. თანაც, მეჩვენება შიგნიდან და, თანაც, უფრო აქტიურად”, – წერს რუსუდან წერეთელი…
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს ხვდება. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი აანონსებს, მისი საქართველოში ჩამოსვლის თარიღი 10 თებერვალს გაირკვევა და გამოცხადდება.