სალომე ზურაბიშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშილზე

“პრეზიდენტის სიმბოლო, ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია ათასწლოვანი მონარქიის ტრადიცია, ალბათ, გულთან ახლოს არის ბევრთათვის. სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ სიმბოლოს არ თუ ვერ გაუფრთხილდით ისე, როგორც სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, ის მრავალთავიანი საგარეო წარმომადგენლობა, მსოფლიო მოედანზე გადააქციეთ შეჯიბრის და ქიშპობის საგნად. სამწუხაროდ, ნელ-ნელა თქვენ იქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციის გამხმოვანებლად. გადახვედით სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში. სამწუხაროდ, როცა თქვენ შეირგეთ ამ ადგილზე თქვენი დანიშვნა, მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი, სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო მეტ ლმობიერებას ირჩევთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენს მორალურ ავტორიტეტს თქვენვე აქვეითებთ. როცა ვეტოთი ხმალაობდით, იმის ნაცვლად, ეს ბერკეტი გამოიყენოთ უკიდურეს შემთხვევაში, რომ მიგეჩვიათ საზოგდოება ჯანმრთელ დისკუსიას და ურთიერთპატივისცემას, ამის ნაცვლად დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევთ, ამით თქვენს გამაერთიანებელ და შემწყნარებელ როლს აკნინებთ. თქვენ ვერ შეიგნეთ რომ მართლაც, ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.