პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს (2019 წლის 28 იანვარი) თავისი მხარდაჭერა გამოხატა შტატების კანონპროექტების მიმართ, რომელიც საჯარო სკოლებს საშუალებას მისცემს ასწავლონ ბიბლია, რომელზეც ერთხელ მან თქვა, რომ მისი საყვარელი წიგნი იყო.
ტრამპმა ამის შესახებ „თვითერზე“ დაწერა რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც „Fox & Friends“-მა ორშაბათ დილით სატელევიზიო სივრცეში გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვს შტატში – ფლორიდაში, ინდიანაში, მისურიში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ვირჯინიასა და დასავლეთ ვირჯინიაში – ყოვნდებოდა კანონმდებლობის მიღება, რომელიც ბიბლიის შესწავლის კურსებს საჯარო სკოლების საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად გახდიდა.
„ვერაფერი დაამარცხებს ბიბლიას“, საქვეყნოდ განაცხადა ტრამპმა 2015 წელს საარჩევნო კამპანიისას.
ქრისტიანმა აქტივისტებმა, რომლებიც ბიბლიის საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში შეტანის კამპანიას აწარმოებდნენ, პრეზიდენტის მიერ აღნიშნული იდეისადმი მხარდაჭერა იზეიმეს.
„ჩვენ აღფთოვანებული ვართ იმის მოლოდინით, რომ ეს მოხდება“, განუცხადა „Yahoo News“-ს „ნაშენალ ლეგალ ფაუნდეიშენის“ პრეზიდენტმა სტივენ ფიტსჩენმა.
„ჩვენ ვუყურებდით იმას, რაც უკვე არსებობს და ვცდილობდით შეგვემუშავებინა ისეთი მოდელის კანონპროექტი, რომ გამოგვერიცხა ნებისმიერი კონსტიტუციური პრობლემა. ამგვარად, შესაძლოა იყოს კურსი, რომელიც ისლამს, ბუდიზმს ან სხვა ნებისმიერ რელიგიას შეასწავლის. ბევრ სხვა სკოლას უკვე აქვს შედარებითი რელიგიური კურსები.
„მიზეზი, რის გამოც ჩვენ ბიბლიაზე, ძველ აღთქმასა და ახალ აღთქმაზე ვიყავით ფოკუსირებული, ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია, ჩვენი განსაკუთრებული თავისებურება და ჩვენი პოლიტიკური სტრუქტურა – ყველა ის მომენტი, რაც ბიბლიურად იყო მიღებული ისტორიული სიტუაციიდან გამომდინარე ბევრ ადრეულ კოლონიალისტთან ერთად“, განაცხადა ფიტსჩენმა.
Guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.