იმისთვის, რათა არ გამოწვიათ ევროპელთა პირველდაწყებითი მძაფრი საპროტესტო რეაქცია, გარდამავალი ნაბიჯის სახით ევროპის პოლიტიკური ელიტის მაღალმა ეშელონებმა შეიმუშავეს ქორწინების ალტერნატიული ფორმა, ერთსქესიანი პარტნიორობის დარეგისტრირების უფლება, რომლის წყალობითაც გარყვნილები ღებულობდნენ საგადასახადო შეღავათებს და მემკვიდრეობის უფლებებს. პირველად კანონი ამის შესახებ მიღებულ იქნა დანიაში 1989- წელს., ხოლო დღეისთვის ის არსებობს ანდორაში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, ისრაელში, ირლანდიაში, ისლანდიაში, კოლუმბიაში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში, ფინეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ეკვადორსა და აშშ-ს ზოგიერთ შტატში. ჰომოსექსუალისტებს შეუძლიათ ოფიციალურად დარეგისტრირდნენ იტალიის ზოგიერთ ქალაქშიც.
სხვადასხვა ქვეყნებში ეს “კავშირები” სხვადასხვაგვარად იწოდება, განსხვავებულია უფლებების ჩამონათვალიც, რომლებითაც ისინი სარგებლობენ, თუმცა ამით არსი არ იცვლება – ეს არის ჰომოსექსუალისტთა “ქორწინების” დაკანონების პირველი ფორმა. ბრძოლის ალგორითმი კარგად არის შემუშავებული და საკმაოდ მკაფიოდ მუშაობს. მოამზადეს რა ნიადაგი, უმეტესად “წინწაწეული” მმართველები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ჰომოსექსუალისტებს უკვე ქორწინების სრული უფლებები მიანიჭეს. პირველი სახელმწიფო, რომელმაც ეს აღიარა, გახდა ჰოლანდია (2001 წელს.), შემდეგ ამ გზას დაადგნენ ბელგია (2003-წელს), ესპანეთი, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ნორვეგია, შვედეთი, პორტუგალია, ისლანდია, არგენტინა, დანია და აშშსა და მექსიკის ზოგიერთი შტატები. 2013- წლის აპრილს მათ შეუერთდა ურუგვაი და ახალი ზელანდია, 18 მაისს – საფრანგეთი, ხოლო 21- მაისს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიანი ქორწინიების უფლებას იძლევა ინგლისსა და უელსში. ამჯერად მსგავს კანონპროექტებს განიხილავენ ლუქსემბურგი, ნეპალი და პარაგვაი.
არც ისე დრამატულად, მაგრამ საკმაოდ მძაფრად მიმდინარეობდა ამ საკითხის განხილვა ბრიტანეთის პარლამენტშიც. როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიიდან ნაიჯელ ფარაჯი უთითებდა, სინამდვილეში ყველაფერს წყვედტა არა ინგლისის პარლამენტი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო. პრემიერ-მინისტრმა კამერონმა, მისი პარტიისა და ერის საწინააღმდეგოდ, ეს კანონპროექტი პარლამენტს თავს მოახვია უშუალოდ სტრასბურგის მითითებით. ასე, რომ არ არის გასაკვირი საფრანგეთსა და ბრიტანეთში ერთდროულად რომ განიხილებოდა ეს კანონპროექტი. თუმცა, ფარაჯმა გახსნა ევროკავშირის უფრო ღრმა ზრახვები, რომლებიც სტოკჰოლმის პროგრამის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული და გულისხმობს ევროპის ქვეყნების უფლებათა უნიფიცირებას 2010–2014- წლების პერიოდში. ამ მიზნების მიღწევის მეთოდები წარდგენილ იქნა ბერლინგუერის მოხსენებაში 2010- წელს, რომელიც, როგორც ფარაჯმა ივარაუდა, ამა წლის ნოემბერში უნდა იქნეს მიღებული. ამ კანონის თანახმად, ნებისმიერი სამოქალაქო პაქტი ან ქორწინება, რომელიც ევროკავშირის ერთ რომელიმე ქვეყანაში იქნება დადებული, კანონიერად უნდა იქნეს ცნობილი სხვა წევრი-ქვეყნების მიერაც. ანუ თუ წყვილს უფლება არა აქვს ქორწინება გააფორმოს თავის მშობლიურ ქვეყანაში, მას ამის გაკეთება შეუძლია ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, და როდესაც თავის ქვეყანაში დაბრუნდება, იქ უკვე ეს პაქტი კანონიკურად უნდა იქნეს აღიარებული.
გასაგებია, რომ ამგვარი `”ქორწინების უფლება” ხელს შეუწყობს “ჰომოსექსუალური ქორწინების ტურიზმს”, და მათ ვინც ამგვარი ქორწინების წინააღმდეგია, იძულებულს გახდის აღიაროს იგი სხვა ქვეყანაში მიღებული კანონების მიხედვით. 2008- წლის მსოფლიო კრიზისის დაწყებით და მსოფლიო ელიტის მიერ “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარების აუცილებლობის ღიად გამოცხადებით სოდომიტების “უფლებების” დამკვიდრების პოლიტიკა ახალ დონეზე გადავიდა. ჯერ-ერთი, ის აღწევს მსოფლიო მასშტაბებს, მეორეც, ჰომოფობიასთან ბრძოლის საბაბით ღებულობს ტრადიციული ღირებულებების აგრესიული დათრგუნვისა და გამოძევების ფორმას. 2008 -წელს გაეროს ისტორიაში პირველად საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და სხვა მთელი რიგი სახელმწიფოების ინიციატივით გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია ადამიანის უფლებებთან და სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტურობასთან დაკავშირებით, რომელსაც მხარი დაუჭირა სახელმწიფოთა მესამედმა, დღეისთვის მას ხელი მოაწერა უკვე 68 სახელმწიფომ (ალბანეთი, გერმანია, ანდორა, არგენტინა, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოლივია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, მწვანე კონცხი, ჩილი, კოლუმბია, კოსტა-რიკა (შეუერთდა 2010 წლის მარტში), ხორვატია, კუბა, დანია, ეკვადორი, აშშ (შეუერთდა 2009 წ.), ესპანეთი, ესტონეთი, მაკედონია, ფინეთი, საფრანგეთი, გაბონი, საქართველო, საბერძნეთი, გვინეა-ბისაუ, უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მავრიკია, მექსიკა, ჩერნოგორია, ნეპალი, ნიკარაგუა, ნორვეგია, ახალი ზელანდია, პარაგვაი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლია, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, სან-მარტინი, სან ტომე-და-პრინსიპე, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, ტიმორ-ლესტე, ურუგვაი და ვენესუელა).
ამან შედეგად გამოიწვია სოდომიტების უფლებების საყოველთაო გამყარება, რომელმაც თავი იჩინა ახლადმიღებულ კანონებში, რომლებიც ითვალისწინებენ დასჯას ჰომოფობიის საფუძველზე, ცნობენ ერთსქესოვან ქორწინებას და ამარტივებენ ტრანსგენდერთათვის ოფიციალური დოკუმენტების გაცემას, სადაც მითითებულია სასურველი სქესი. პოლიციის თანამშრომელთათვის, ციხეებისა და სოციალური მუშაკებისთვის, ასევე სხვა პერსონალისთვის შემუშავდა შესაბამისი პროგრამები. მრავალ სკოლაში რეალიზებულ იქნა ინიციატივები, რომლებიც მიმართულია დაშინების პრაქტიკის აღმოფხვრისკენ. 2011 წლის 15 ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვის გაერო-ს საბჭომ 17/19-ე რეზოლუციით დაამტკიცა თანასწორობა ყველა ადამიანს შორის მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობისა. ტექსტი, რომელიც წარადგინა სამხრეთ აფრიკამ, მხარი დაუჭირა 39-მა ქვეყანამ და ხელი მოაწერა 86-მა, დაამტკიცა ადამიანის უფლებათა უნივერსალურობა და მოითხოვა რათა 2011 წლის ბოლომდე შედგენილიყო მოხსენება სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.