ბოლო პერიოდში უკრაინის ეკლესიის
გარშემო მიმდინარე პროცესები და დაძაბულობა 6 იანვარს ბართოლომეოსის მიერ უკრაინისთვის “ავტოკეფალიის ტომოსის” გადაცემამ კიდევ უფრო გაამძაფრა. ალბათობა, რომ აღნიშნულმა საკითხმა წმინდა სინოდში, შესაძლოა, სერიოზული უთანხმოება გამოიწვიოს, დიდია. მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქო პოზიციების შეჯერებას არ ჩქარობს და არაერთი მოწოდების ფონზე, როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკურდონეზე, ოფიციალური განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს. გაურკვევლობა და მითქმა–მოთქმა, რომლებიც ამ პროცესს თან სდევს, საკითხისადმი საზოგადოების ინტერესს ერთი–ორად ზრდის.
ეკლესიასთან ერთად შეფასებებისგან თავს იკავებს ხელისუფლებაც, რაც ქვეყნის “ლიბერალურ” ისტებლიშმენტს აღიზიანებს. მმართველი გუნდი და განსაკუთრებით მთავრობა უკვე მოექცა მათი კრიტიკის ქარცეცხლში, ხოლო ახალარჩეულ მთავარსარდალს, რომელიც აქამდე ასევე ნეიტრალურ პოზიციაზეა, იმავე “ლიბერალური მედიის” მიერ თეოლოგებად შერაცხილი პირები მოუწოდებენ, არ დაელოდოს საპატრიარქოს განცხადებას და მიულოცოს მეგობარ სახელმწიფოს “ისტორიული ტომოსი”. მოკლედ, მართული მედიით მიმდინარეობს პროპაგანდისტული კამპანია, რაც, როგორც ჩანს, უკვალოდ არ ჩაივლის; ეკლესია ჩვეული “ლიბერალური” ლოგიკითა და რიტორიკით კვლავაც ცხადდება პრორუსულ ინსტიტუტად, მისი საჭეთმპყრობელი პატრიარქი კი _ რუსეთის ინტერესების მსახურად…
რა მიზანს ემსახურება ზემოაღნიშნული მოწოდებები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველოსთვის მმართველი გუნდის ან სინოდის მხრიდან უკრაინის“ საეკლესიო დამოუკიდებლობისთვის” მხარდაჭერას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ყოფილი რელიგიური პატიმარი და პარტია“ ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.
_ ბატონო ლევან, ბოლო პერიოდში უკრაინის ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან საფრთხილო და სახიფათო თემაა. თქვენიაზრით, რას ნიშნავს ჩვენთვის, როგორც მართლმადიდებელი სახელმწიფოსთვის, ეს ყველაფერი და რატომ უნდათ ქვეყნის შიგნით გარკვეულ ძალებს, რომ ხელისუფლებამ და ეკლესიამ მხარი დაუჭიროს მეგობარი ქვეყნის “საეკლესიოდამოუკიდებლობას”, რომელიც კანონიკური ნორმების დარღვევით განხორციელდა?
_ აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, ყველაზე მეტად ამ საკითხის გარშემო აქტიურობენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, მათ შორის, სასულიეროც, თუმცა ამ სასულიერო პირებს, ფაქტობრივად, მრევლი არ ჰყავთ და არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენენ, როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში. ახლა რა მოვლენაა ეს ე.წ. უკრაინის ავტოკეფალია: პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ და ვეცდები, მოვლენა მოკლედ შევაფასო: უკრაინის ე.წ. საეკლესიო დამოუკიდებლობას მიესალმა და მხარი დაუჭირა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირმა, მედიასაშუალება“ ტაბულამ”, საქართველოს მუსლიმთა კავშირმა და ბაპტისტურმა ე.წ. ეკლესიამ, რომლის ცრუ ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა და ამ ეკუმენისტურბაკქანალიაში ე.წ. უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. სასაცილო იყო ის, რომ სონღულაშვილმა “პარაკლისის” დროს მართლმადიდებელი იერარქის მიტრა დაიხურა თავზე და ისე ლოცულობდა. ჩვენს ქვეყანაში უკრაინისე.წ. ავტოკეფალიის ყველაზე ანგაჟირებული მომხრეები მიშას სექტის _ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიარიან, ასევე ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე მედიასაშუალება; ანუ, ის ჯოჯოხეთის ძალები, რომლებიც წლებია, ებრძვიან პატრიარქს, მართლმადიდებელ ეკლესიას, დასცინიან და აქილიკებენ სამღვდელოებას. ყველანი ერთად ათუხთუხდნენ იმ სიხარულით, რომელიც გამოიწვია სტამბოლის გადაწყვეტილებამ. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსს, რომელიც, ფაქტობრივად, სტამბოლის პატრიარქია, დიდი ხანია, უნდა მართლმადიდებელი სამყაროს ერთპიროვნული მართვა,
ერთგვარი “მართლმადიდებლური პაპობა”, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსე არასდროს დაუშვებს, რადგან, როგორც ბოლო პერიოდის უდიდესი წმინდა მამა იუსტინ პოპოვიჩი ამბობს:
“კაცობრიობამ იცის სამი უდიდესი დაცემა: ადამის, იუდასი და პაპიზმი”. ასე რომ, მართლმადიდებელ სამყაროში პაპობის მცდელობა და ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებები არასდროს იქნება გაზიარებული. ბართოლომეოსის თვითნებობაზე ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ, მათ შორის, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმაც, უნდა გამოხატოს პოზიცია საეკლესიო წესებსა და სჯულის კანონზე დაყრდნობით. სხვა მიდგომა, უბრალოდ, დაუშვებელია და ყველანაირი პოლიტიკური კონიუქტურა უნდა გამოირიცხოს. წმინდა სინოდი არ უნდა მოექცეს “ნაცსექტისა” და რამდენიმე ეკუმენისტის ზეწოლის ქვეშ, ეკლესია უნდა ემსახუროს მხოლოდ ჭეშმარიტებას და ყველა მისი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მხოლოდ საეკლესიო კანონის დაცვით.
_ საფრთხეებზე ვისაუბროთ…
_ საფრთხე ყველასთვის ნათელია: თუ ეს გაუვიდა პაპობის მოსურნე ბართოლომეოსს, ის შექმნის ძალიან ცუდ პრეცენდენტს სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსთვის. ახლა რა საფრთხე ან საფრთხეები შეიძლება ჩვენთვის არსებობდეს, ცოტა შორიდან დავიწყებ: ისტორიიდან ვიცით, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ საქართველო გაიყო სამეფოებად _ ქართლ-კახეთისა და იმერეთის. ამას მოჰყვა ეკლესიის გაყოფა და ჩამოყალიბდა ორი საკათალიკოსო _ მცხეთისა და აფხაზეთის. შემდეგში აფხაზეთის საკათალიკოსოს კათედრა გადმოვიდა ქუთაისში და სამასი წლის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს თავისი კათალიკოსი ჰყავდა, თუმცა ეს არ იყო სქიზმატური წარმონაქმნი, მცხეთის საპატრიარქო აღიარებდა მას და პირიქით, ისინი ერთმანეთთან ევქარისტულ კავშირში იყვნენ. გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ მეფის რუსეთმა გააუქმა ჯერ მცხეთის საკათალიკოსო და შემდეგ _ აფხაზეთის საკათალიკოსოც. 1943 წელს კი, სტალინის ჩარევით, რუსეთის იმჟამინდელმა პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს გადასცა გუჯარები დამოუკიდებლობის შესახებ, რომლითაც მოხდა მცხეთისა და აფხაზეთის საკათალიკოსოების გაერთიანება. სწორედ ამ დოკუმენტების საფუძველზე ჩავიდა პატრიარქი ილია II კონსტანტინოპოლში და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს უკვე სხვა ადგილობრივმა ეკლესიებმაც.
რატომ მოვიყვანე ეს ისტორიული ექსკურსი: თუ ბართოლომეოსს უკრაინის ეკლესიის“დამოუკიდებლობა” გაუვიდა დამოგეხსენებათ, ის ამბობს, რომ ამით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მაშინ, იმავე ლოგიკით, რუსეთის საპატრიარქოსაც შეუძლია თქვას, რომ შეცდომა დაუშვა, როცა აფხაზეთის საკათალიკოსო გააუქმა, და ისევ აღადგინოს. ღმერთმა ნუ ქნას, თორემ ესიქნება ჩვენთვის არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით კატასტროფული შედეგების მომტანი… დავუბრუნდეთ უკრაინის საკითხს, ზოგს გულწრფელად სჯერა, რომ ისტორიული ფაქტი მოხდა და უკრაინამ საეკლესიო დამოუკიდებლობა მიიღო, მაგრამ საქმე ის არის, რომ უკრაინელ მართლმადიდებელთა ყველაზე დიდი ნაწილი კვლავაც მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩება. გამოდის, რომ სტამბოლმა არა სრულიად უკრაინის დამოუკიდებლობა, არამედ მხოლოდ იქ მოქმედი სქიზმატურ–ანათემირებული დაჯგუფება აღიარა, რაც არის საეკლესი ოკანონების უხეში დარღვევა და რის გამოც ბართოლომეოსის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
_ მსოფლიო პატრიარქის მიმართ ხშირად ისმის ეკლესიის გახლეჩის ბრალდებები. კონკრეტულად რა არგუმენტები ამყარებს ამ ბრალდებებს?
_ ეს ბრალდებები არ არის. ეს ფაქტებია, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. წარმოიდგინეთ, ორი მოძმე ერი, რომლებიც ისტორიულად ერთად ყალიბდებოდნენ, ერთმანეთს სამკვდროდ გადაჰკიდეს, ახლა კი ბერძნულენოვანი და სლავურენოვანი ეკლესიები დაუპირისპირეს ერთმანეთს ისე, რომ მათ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტეს. უკვე ბელარუსშიც დაიწყეს სქიზმატური მოძრაობები და დამოუკიდებლობაზე საუბარი. ანუ, უკრაინა არავის ადარდებს, აქ არის ინტერესები რამდენიმე მიმართულებით: ერთი ის, რომ რუსეთის დასუსტების მიზნით მიაქვთ იერიშები მის ეკლესიაზე და ასევე დიდი ფინანსურ ინაკადის, უკრაინის საეკლესიო შემოსავლის, ხელში ჩაგდება სურთ, რომელიც ამიერიდან პრაქტიკულად წავა სტამბოლისა და მისი მოკავშირეების მიმართულებით. მაგრამ ამ პოლიტიკურ-ფინანსურ ჭიდილში არავის ახსოვს მილიონობით მორწმუნე და ყველაზე სამწუხარო ეს არის. ყველაფერი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფა-დანაწევრებისკენ არის მიმართული. საბერძნეთში ეკლესიის მტრებმა ეს მოახერხეს და იქ უკვე 7 ე.წ. სინოდია, უკრაინაში უკვე რამდენიმე დიდი სქიზმაა, მათ შორის განაწყენებული ე.წ. უკრაინის პატრიარქი ფილარეტის სქიზმაც, რომელიც აცხადებს, რომ ბართოლომეოსმა უკრაინის საჭეთმპყრობელის სტატუსი კი მიანიჭა ეპიფანეს, მაგრამ მე მაინც პატრიარქად ვრჩებიო. ეს არის ნამდვილი მარაზმი და რეალურად უკრაინამ, საეკლესიო დამოუკიდებლობა კი არა, საეკლესიო ქაოსი და განხეთქილების გაღრმავება მიიღო…
რაც შეეხება დამოუკიდებლობის ხარისხს, ეკლესია მაშინ არის ავტოკეფალიური, როდესაც თვითონ ირჩევს პატრიარქს, ადგილზე ხარშავს მირონს და დამოუკიდებლად შეუძლია გახსნას საკუთარი ეპარქიები უცხოეთში, რაც სტამბულის “ტომოსში” არ წერია… ანუ ტომოსის მიხედვით ყველაფერი ეს უკრაინამ სტამბულის ნებართვითა და მასთან შეთანხმებით უნდა გააკეთოს. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: მაშ, სად არის დამოუკიდებლობა, სად არის ავტოკეფალია? ეს, დამოუკიდებლობა კიარა, კიევის პირდაპირი დაქვემდებარებაა სტამბოლისადმი. არავითარი უკრაინის ავტოკეფალია არ არსებობს, ეს არის დიდიპოლიტიკური ტყუილი და აფერა.
_ თქვით, რომ საქართველოს საპატრიარქომ გადაწყვეტილება მხოლოდ სჯულის კანონზე დაყრდნობით უნდა მიიღოს. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი ეკლესიის პოზიცია ვერ იქნება სტამბოლისთვის (როგორც თქვენ აღნიშნავთ) მისაღები. რა საპასუხო ქმედებებს შეიძლება ველოდოთ ამ შემთხვევაში მსოფლიო საპატრიარქოსგან და მათ შორის ჩვენი ეკლესიის წიაღში არსებული იმ ძალებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ბართოლომესეულ“ ავტოკეფალიას”?
_ კიდევ ვიმეორებ: ვინც მხარს უჭერს კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას, ის მხარს უჭერს არა უკრაინის ავტოკეფალიას, არამედ რამდენიმე სქიზმატური დაჯგუფების ბართოლომეოსისთვის დაქვემდებარებას. რაც შეეხება საპასუხო ქმედებებს, იმაზე უარეს სიბინძურეს, როგორიც ნაცსექტის ზეობის პერიოდში ხდებოდა და დღესაც მიმდინარეობს ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ, რაღას უნდა ველოდოთ?! ყოველ შემთხვევაში, სანამ ეკლესიას თავის წიაღში ჰყავს რამდენიმე მღვდელმთავარი, რომლებიც ეკუმენისტების ინტერესების გამტარებლები არიან, პროვოკაციები გამორიცხული არ არის, თუმცა ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: რა გავლენაც უნდა ჰქონეთ ამ ძალებს ეკლესიაში და რომც მიიღოს სინოდმა მათთვის სასურველი დაგაწყვეტილება, ამას მართლმადიდებელი ერი არ მიიღებს. მრევლი არასოდეს აღიარებს კანონიკურ ეკლესიად იმ სქიზმატურ დაჯგუფებას, რომელმაც ხელდასხმა მიიღო ანათემიზებული ცრუ ეპისკოპოსებისგან.
აქვე მინდა გამოვეხმაურო “ლიბერალური მედიის” მიერ აგორებულ ბოლო დროინდელ კამპანიას, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაელოდოს ეკლესიის გადაწყვეტილებას და უკრაინას მიულოცოს ავტოკეფალია. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან უნდა ამ საკითხის გადატანა ღია პოლიტიკურ ჭრილში. ერთი რამ მაინტერესებს: დაავიწყდათ, რა “მეგობრული დამოკიდებულება” გამოავლინა უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავის დროზე საქართველოს მართლმსაჯულებისადმი, როცა აქედან გაქცეული პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური დამნაშავეები სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე გაამწესა? დაავიწყდათ, კბილებით როგორ იცავდა ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილ კრიმინალ ნაციონალებს უკრაინისსქიზმატი პოლიტელიტა? ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ამ დაპირისპირების ავანგარდში და რატომ უნდა გამოვიდოთ თავი ნაადრევი განცხადებებით? ეს ერთი.
და მეორე _ ვინმე აცნობიერებს, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას გაუცნობიერებელმა პოლიტიკურმა განცხადებებმა? ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიის დღევანდელი პოზიცია არის მართებული და, ადრე თუ გვიან, როცა აუცილებელი იქნება პოზიციის გამოხატვა, უფალმა მიმადლოს ჩვენს იერარქიას ძალა, რომ მხოლოდ სჯულის კანონზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება… ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას მრავალი ერესიარქი და მდევნელი იმპერატორი თუ ლიბერალი ხელისუფლება ახსოვს, მაგრამ დღემდე უძლეველად დგას და ასეთივე შეაბიჯებს მარადისობაში, რამეთუ “ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას!”
ესაუბრა ჯაბა ჟვანია.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.