ხუნწარია:მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ოჯახებში დამონტაჟებულ გაზის გამათბობლებს

თბილისის მერის მოადგილის სოფო ხუნწარიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ქეთევან წამებულზე, სადაც 7 ადამიანი ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, გამათბობელი კუსტარულად ჰქონდათ დამონტაჟებული.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ამბობს, სისტემურ პრობლემასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებითაც ბევრია სამუშაო.

“სისტემური პრობლემები არსებობს, ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სხვადასხვა უწყებებს შორის, თუმცა, მეორე თემაა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ალბათ ყველამ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ოჯახებში დამონტაჟებულ გაზის გამათბობლებს და მსგასვი ტიპის დანადგარებს”, – აღნიშნა სოფო ხუნწარიამ.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.