როგორ იკვეთება ვენესუელაში ამერიკის, რუსეთისა და საქართველოს ინტერესები?

ფოტო:დონალდ ტრამპი, ხუან გუაიდო, ნიკოლას მადურო, ვლადიმირ პუტინი

რა მოხდება ვენესუელაში? – შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დღეს მსოფლიო პოლიტიკის მთავარი კითხვა. საკითხი საინტერესოა საქართველოსთვისაც, ვინაიდან ახალ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული გაიწვევს თუ არა ვენესუელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მართალია ამ თემაზე ხუან გუაიდოსგან, დროებითი პრეზიდენტისგან რაიმე განცხადების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა მაინც რჩება ოპტიმისტური მოლოდინები, რომ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება გაუქმდება. 

ამის თქმის საფუძველს კი გვაძლევს ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან დიასისინტერვიუ,

რომელიც მან გასული წლის 29 მარტს საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა:

“ახალმა მთავრობამ ბევრი რამ უნდა შეცვალოს, ბევრი მახინჯი კანონი, რომელსაც მემკვიდრეობით მიიღებს ულტრა-მემარცხენე მთავრობისგან. მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღიარება გაუქმდება”.

მოგეხსენებათ, საქართველომ ხუან გუაიდო

ასევე დაგაინტერესებთ

კიმ ჩენ ინის საახალწლო “მუქარა” დონალდ ტრამპს

“მზად ვართ, უკრაინას გადავცეთ სამხედრო გემები და ჯავშანტექნიკა”

ვინ არიან პუტინის ნდობით აღჭურვილი ქართველები ?

დროებით პრეზიდენტად ერთ-ერთმა პირველმა აღიარა. ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმასოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.

fb

ვენესუელაში მოვლენების განვითარებას კიდევ უფრო არსებითი მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და ამერიკისთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ ორი ქვეყნის სატელიტებად და მოკავშირეებად მიიჩნევიან.

უკვე ცნობილი ხდება, რომ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს, მანამ, ვიდრე თავს დროებით პრეზიდენტად გამოაცხადებდა, შეხვედრები ჰქონდა ამერიკისა და მეზობელი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან. ის, რომ გუაიდოს ახლო კავშირები აქვს ამერიკის მთავრობის უმაღლეს ეშელონებთან, ეს ისედაც ჩანდა შეუიარაღებელი თვალით – იმდენად მალე მოხდა მისი აღიარება ამერიკისა და მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რომ სხვა ვარიანტის არსებობა ძნელად წარმოსადგენია.

ორი გავლენიანი ამერიკული გამოცემა უკვე წერს ამის შესახებ.

Associated Press-ის მიხედვით, მეზობელი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები საიდუმლოდ შედგა გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში. გუაიდო იმყოფებოდა ამერიკაში, კოლუმბიასა და ბრაზილიაში. ეს ასაბუთებს საიდუმლო დიპლომატიური კავშირების ქონას მხარეებს შორის.

The Wall Street Journal (WSJ) კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს: 22 იანვარს შედგა სატელეფონო საუბარი გუაიდოსა და შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდნეტს მაიკ პენსსშორის. საუბრისას პენსმა მხარდაჭერის პირობა მისცა გუაიდოს იმ შემთხვევაში, თუ ვენესუელაში საკუთარ ხელში აიღებდა ხელისუფლებას. ამ ინფორმაციას გაზეთი შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ უჭერს რუსეთი მხარს ნიკოლას მადუროს?

წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას კიდევ ერთი გავლენიანი სააგენტო Reuters-ი. მათი ექსკლუზიური ინფორმაციით, ვენესუელაში არიან რუსი სამხედრო კონტრაქტორები, კერძო სამხედრო დაჯგუფების “ვაგნერის” მებრძოლები (ამ ორგანიზაციაში შედიან ყოფილი რუსი სამხედროები). ამ ორგანიზაციის წევრები იბრძვიან სირიაში და იბრძოდნენ უკრაინაშიც.

სააგენტო ინფორმაციას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ვენესუელაში დახლოებით 400 რუსია, რომელთა უპირველესი მოვალეობანიკოლას მადუროს, ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი მათგანი პოლიტიკურ

ფოტო: ნიკოლას მადურო და ვლადიმირ პუტინი

fb

პროცესებშიც იქნება ჩართული, როგორც სამხედრო კონსულტანტი მოვლენების დაძაბვის შემთხვევაში…

რუსეთი რამდენჯერმე დაეხმარა ვენესუელას ფინანსურად – “როსნეფტმა” ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას, PDVSA-ს 6 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო 2017 წელს კომპანიის მიერ წამოწყებულ 5 მასშტაბურ პროექტში წილების სანაცვლოდ. ვალის დანარჩენი ნაწილი კი ნავთობის მიწოდებით დაიფარებოდა. გარდა ამისა, მოსკოვიდან კარაკასში ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში 11 მილიარდი დოლარის ტრანზაქცია განხორციელდა სესხების სახით, რათა ვენესუელას რუსული სამხედრო იარაღი შეეძინა.

ეს თანხები არაფერს წარმოადგენს იმასთან შედარებით, რა შედეგიც შეიძლება ჰქონდეს ვენესუელას ნავთობის მარაგების გამოყენებას მსოფლიო ბაზარზე. ექსპერტების ანალიზით, ვენესუელაში ნავთობის იმაზე დიდი მარაგებია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საუდის არაბეთში. ბოლო 20 წლის განმავლობაში უგო ჩავესისა და ნიკოლას მადუროს მხრიდან დაშვებული შეცდომების გამო ნავთობის ინდუსტრიამ დიდი ზარალი განიცადა და მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა.

ახალი მთავრობა, ბუნებრივია, მეტ ყურადღებას მიაქცევს ნავთობის ინდუსტრიას. არ არის გამორიცხული ამ შემთხვევაში ვენესუელამ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მიწოდებაც გაზარდოს შეერთებული შტატების მოთხოვნით, ამას კი ძალიან დიდი უკუშედეგები მოჰყვება რუსეთისთვის. ამიტომაც არის, რომ რუსეთისთვის ვენესუელაში რეჟიმის შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – სირიაში გავლენის შენარჩუნებაზე არანაკლები.

დაბოლოს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ვენესუელაში და რამდენად შესაძლებელია სამხედრო დაპირისპირება ან სამოქალაქო ომის დაწყება ქვეყანაში?

არმიაზე გავლენის მოპოვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ხუან გუაიდოსთვის, ამიტომაც უკვე დაიწყო მან ჯარისკაცებისთვის პროკლამაციების დარიგება, სადაც ნათქვამია, რომ ამნისტია შეეხებათ მათ, ვინც მადუროს მთავრობის მოშორებაში მიიღებს მონაწილეობას. რა იგულისხმება ამაში ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ ახლა არც ერთი მხარე არ აპირებს უკან დახევას, ასეთ შემთხვევაში კი სამოქალაქო ომის დაწყებაც შესაძლებელია.

იხილეთ ასევე: “მეც მგონია, რომ სტალინს ვგავარ” – ვენესუელას პრეზიდენტი, რომელის თავს – სტალინს, ტრამპს კი “ახალ ჰიტლერს” უწოდებს
kvirispalitra.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.