საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილებს. მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მეუფე ანდრია გვაზავამ პატრიარქ კირილს საქართველოს პატრიარქის მისალოცი წერილი წაუკითხა.
„ათი წელი გავიდა მას შემდეგ რაც თქვენ ღვთის ჩანაფიქრით პირველი იერარქის ჯვარს ატარებთ. ამ ხნის განმავლობაში და თქვენი ცხოვრების მანძილზე თქვენ დიდი ინტელექტუალური და სასულიერო ძალისხმევა გამოიჩინეთ იმისთვის, რომ წვლილი შეგეტანათ არამხოლოდ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში.
მომავალში, გისურვებთ ნაყოფიერ ღვთისმსახურებას ჩვენ რთულ და მოულოდნელობით სავსე დროში… ყველას განსაკუთრებული გამოწვევა და პრობლემა გვაქვს, მაგრამ ახლა თქვენც, ჩვენც და სრულიად მართმადიდებლური სამყარო აღმოვჩნდით, სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ ქმედებებზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, თუ როგორ სივრცეში ვიცხოვრებთ ყველა.
რაც უფრო დიდია გამოწვევა, მით უფრო დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე“, – ნათქვამია წერილში.
მოსკოვში გამართულ შეხვედრას მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევიც ესწრებოდა, რომელიც საქართველოს ეკლესიას დაემუქრა. კერძოდ, მიტროპოლიტმა შეახსენა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მაშინ, თუ საქარტელოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებდა.
accent.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.