„თქვენ რა გგონიათ მართლა, რომ ხალხი ისე გამოშტერდა, რომ 2020-შიც თქვენ მოგცემთ ხმას?“ – განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში სტუმრობისას „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შეფასებების გაკეთებისას.
„ფინანსთა თუ ეკონომიკის მინისტრი, რომელია ქობულია? – კორუფცია არ არის ქვეყნაშიო. ვერ აზროვნებს ადამიანი უბრალოდ. ადამიანი რომ ამას იტყვის… მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის სუპერ-დემოკრატიულები რომ ჰქვი – ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია – ყველა ქვეყანა ამბობს, რომ კორუფცია გარკვეულ დონეზე არსებობს და ებრძვიან და რაღა ჩვენმა მინისტრმა ვერ შეამჩნია მაინცდამაინც. გონზე არა ხართ და იმიტომ. აი, გონზე არა ხართ, ვერ გაიგეთ სადა ხართ. შეიძლება თავის ვიწრო პროფესიაში იცის იმ ადამიანმა საქმე და თავისი ბიზნესი გააკეთა, მაგრამ პოლიტიკა არ გაუგია რა არის. აზრზე ვერ მოვიდა და ვერ ამჩნევს. კორუფციას ვერ ხედავს, პოლიტიკურ კრიზისს ვერ ხედავს, ლარის გაუფასურების მიზეზს ვერ ხედავს და ნუ, თქვენ რა გგონიათ მართლა, რომ ხალხი ისე გამოშტერდა, რომ 2020-შიც თქვენ მოგცემთ ხმას?“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
Guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.