ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პრიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო

საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ – ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მაია ბერიძეს- 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს – 2 000- ლარიანი, ანი აროშიძეს – 2 ათას ლარიანი, თენგიზ ირემაძეს – 3000-ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს – 2000-ლარიანი, გიორგი გასვიანს – 1 500-ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს – 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული  9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო.