უგულავა: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მიგვიწვიეს, იმ პირობებში როცა საქართველოს მთავრობა მისალოც სიტყვას არ იმეტებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

“კვირას კიევში გაიმართება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და “ევროპული საქართველო” მიწვეულია ამ დღესასწაულებზე. ეს იმ პირობებში,როდესაც საქართველოს მთავრობა მისალოც სიტყვასაც არ იმეტებს. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა უკრაინისთვის,როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის და მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ამიტომ საქართველოს წარმომადგენლობა ასეთი ტიპის ღონისძიებებზე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და “ევროპული საქართველოს” ექნება პატივი და შესაძლებლობა საქართველოცს წარმოადგენდეს ამ შემთხვევაში ამ დღესასწაულებზე” – განაცხადა გიგი უგულავამ
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.