რუსეთთან მოკავშირეობა ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელსაც მდგრადი საფუძველი და ღრმა ფესვები აქვს, – ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა. როგორც მედოევმა გერმანულ გამოცემა Neues Deutschland-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
„აღნიშნული შეთანხმება სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შეთანხმების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მოკავშირის სტატუსი ასევე აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და პერსპექტივებს ქმნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა მედოევმა.
Marchalpres.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.