არაბებმა კუმისზე ხელი ჩაიქნიეს, ნაყიდ მიწას ვერაფერში იყენებენ

კუმისში „არაბული სოფელი“ შესაძლოა, აღარ აშენდეს. მას შემდეგ, რაც უცხოელთა ჩანაფიქრი გამოაშკარავდა და ადგილობრივმა მოსახლოებამ პროტესტი აგრესიული ფორმით გამოხატა, ე.წ. ინვესტორები დაფრთხნენ. ამჟამად მათ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე არაფერი ხდება და სოფლის ახლო-მახლო კარგა ხანია არავინ გამოჩენილა.

მშენებლობაზე ნებართვას ინვესტორი ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდება, თუმცა, რა ეტაპზეა პროექტის განხილვა ეკონომიკის სამინისტროში და საერთოდ, მიმდინარეობს თუ არა ამ კუთხით მუშაობა, მისთვის უცნობია. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრო მშენებლობის ნებართვას გასცემს, გარდაბნის მუციპალიტეტს ეს წერილობით ეცნობება.

ტერიტორიის ყოფილი მფლობელი კომპანიის დამფუძნებელი ზურაბუჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ინვესტორები ბოლო ნახევარი წელია არავის უნახავს და ტერიტორიაზე არანაირი აქტივობა არ შეინიშნება. უჩუმბეგაშვილი ფინანსების მიმართულებით პრობლემებს გამორიცხავს, თუმცა, აქვს ეჭვი, რომ ინვესტორებს პრობლემა მიწის ნაკვეთის მიზნობრივ დანიშნულებასთან დაკავშირებით შეექმნებოდათ, რისი შეცვლაც პრობლემურია და მას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

„როგორც მაქვს ეჭვი, არაბი ინვესტორები შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, რადგან ეს ტერიტორია არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო პროექტისთვის, რომლის განხორციელებასაც ისინი გეგმავდნენ, ტერიტორიას არასასოფლო დანიშნულების მიწის სტატუსი უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ეს ვერ შეცვალეს და გადაიფიქრეს ინვესტიციის განხორციელება“, – აღნიშნა „კომერსანტთან“ უჩუმბეგაშვილმა.

ერთ-ერთი ვერსიით, ინვესტორებს იქ გასართობი კომპლექსის აშენება უნდოდათ, მეორე ვერსიით კი – სოფლის, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პროექტით იგეგმება 161 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც კუმისში არაბების წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა, პროფესორი ანზორ მესხიშვილი იყო. იგი სხვადასხვა სცენარზე საუბრობს, რომელიც მიწის უცხოელ მფლობელს აქვს ჩაფიქრებული:

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კუმისში მიწის შემძენ არაბს სურს, დაანაწევროს ეს მიწა, გაცილებით ძვირად გაყიდოს თავის თანამემამულეებზე და ააშენოს სოფელი. ისიც ვიცი, რომ 1 მილიონ დოლარს ითხოვს, მომეცით, წავალ და ამ მიწას დაგიბრუნებთო. ამდენად, თუ ჩვენი სახელმწიფო გამოისყიდის მიწებს, კარგი იქნება. არავითარ შემთხვევაში, არაბ ინვესტორს არ უნდა მიეცეს სოფლის აშენების უფლება. ეგენი ერთ სოფელს რომ ააშენებენ, უსწრაფესად გამრავლდებიან და მხოლოდ ერთი სოფლით არ შემოიფარგლებიან. ასე მოხდა სამაჩაბლოში, ასე მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, სადაც სამი აზერბაიჯანული ოჯახი ჩამოსახლდა და დღეს უკვე 16 ათასია.

ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში დასახლების სიმჭიდროვე 1 კვადრატულ კილომეტრზე 5-10-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. თავიანთ სამშობლოში ვერ ეტევიან, არ აქვთ გასაქანი და მოდიან ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, საქართველოში მიწები თავისუფალია და იაფად ყიდულობენ. ადრეც ვთქვი, ერთმა ირანელმა აღიარა, ირანში ჩემს საკუთრებაში არსებული ერთი ჰექტარი მიწა გავყიდე და იმ ერთი ჰექტრით ასი ჰექტარი მიწა ვიყიდე საქართველოშიო.

კუმისში კი არა, მცხეთის რაიონში (საგურამოში, წეროვანში) ოთხი სოფელი შენდება, სადაც ირანელებს აქვთ ნაყიდი მიწა. ჯერ იქ არ ჩანან, თორემ მერე კუმისი მონაგონი იქნება. რაც შეეხება კუმისის ტბას, არაფერი ისეთი მოსაწონი ტბა არ არის, მაგრამ იქ კარგი, ნოყიერი მიწაა, ისინიც მუშა ხალხია, მოიყვანენ მოსავალს და იცხოვრებენ“, – ამბობს გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში ანზორ მესხიშვილი.
for.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.