სანამ საქართველოში “ქართული ოცნების” წევრთა კინკლაობით ვერთობოდით, ჩვენს სამეზობლოში მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა. დავოსის ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდნენ ერთმანეთს და არაფორმალურ ვითარებაში საათ–ნახევრის განმავლობაში ისაუბრეს. ფაშინიანის თქმით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მოლაპარაკებების მიმდინარე მდგომარეობისა და საკითხის შემდგომი განხილვის შესახებ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედრის წინა დღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის
შუამავლობით პარიზში მოლაპარაკებები გამართეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა
მინისტრებმა,
შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პარიზში მინისტრებს არ გაუმხელიათ, რაზე ისაუბრეს
ამდენ ხანს, მაგრამ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა შეხვედრის შემდეგ განმარტეს, რომ სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა აუცილებლობა, მიიღონ კონკრეტული ზომები მშვიდობისთვის მოსახლეობის
მოსამზადებლად, აგრეთვე, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და ურთიერთხელსაყრელი
ინიციატივების რეალიზაციისთვის.
ყოველივე აღნიშნული იძლევა საფუძველს, ვთქვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთსაქვთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისგადაჭრის კონკრეტული
სცენარი და ახლამიდის საგნობრივი დისკუსია, მარტივადრომ ვთქვათ, პოლიტიკური ვაჭრობა.
ყველა ნიშნის მიხედვით, დავოსში ალიევმადა ფაშინიანმა განიხილეს წინა დღეს პარიზში
მინისტრების მიერ მიღწეული შეთანხმებები და მოიწონეს ისინი, შეიძლება რამე კორექტივებიც შეიტანეს და მოამზადეს დარეგულირების საკითხები, რათა თებერვალში დაგეგმილ მინისტრების მორიგ შეხვედრაზე პროცესი კიდევ უფრო გააღრმავონ. ცხადია ისიც, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი უცვლელი არ დარჩება.
ბაქოც და ერევანიც ლაპარაკობენ ერთი-ერთზე (!) და მიდიან ურთიერთმისაღებ კომპრომისზე, ისე, რომ სტეფანაკერტი განხილვებში არ მონაწილეობს. უნდა გავიხსენოთ, რომ ალიევი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ შეუვალი იყო მუდამ და მაშასადამე, მხარეები იხილავენ ყარაბაღის, სულ ცოტა,
ნაწილის მაინც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასვლის პირობებს. ის სომეხიპოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ სომხეთიარასოდეს არ წავა
ტერიტორიულდათმობებზე მთიანი ყარაბაღის სტატუსისსაბოლოოდ ჩამოყალიბების გარეშე (და
ამსტატუსის განსაზღვრაში ტრადიციულადგულისხმობენ რამე ფორმით მასზესომხეთის გავლენის
აღიარებას), ილუზიების ტყვეობაში იმყოფებიან. სტეფანაკერტის სტატუსის საკითხი და მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში დღეს უკვე თვითონ ოფიციალურ ერევანს აქვს მოხსნილი დღის წესრიგიდან.
ჯერჯერობით უცნობია, რა კომპრომისებზე მიდიან მხარეები. სამაგიეროდ, ცნობილი შეიქნა,
რომ საკითხის გადაწყვეტაში თურქეთი თითქმის ღიად მონაწილეობს.
რამდენიმე დღის წინათ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: “…არსებული პრობლემების გადასაჭრელად ინიციატივების გამოჩენაა საჭირო. დღეს, სანამ ყარაბაღის კონფლიქტი გადაუჭრელია, კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფა და თურქეთ–სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია. 2019 წელს ჩვენ უფრო თანამიმდევრულები ვიქნებით ამ საკითხებში”.
თურქეთის მოქმედებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი კომპენსაცია ერევნისთვის ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში კომპრომისების სანაცვლოდ. მაგალითად, “რადიო თავისუფლების”
სომხური სამსახურის ცნობით, თურქეთში იქმნება პირველი სომხური ტელეარხი, რომელიც მაუწყებლობას მარტში დაიწყებს. ეს სადღეღამისო არხი იქნება სომხურენოვანი, ნაწილობრივ _ თურქულენოვანიც (მიუხედავად იმისა, რომ სომხურენოვანი
მოსახლეობა თურქეთში თითქმის აღარ დარჩა. ეს უფრო კეთილი ნების ჟესტია, ალბათ, და კიდევ იმაზეა გათვლილი, რომ გადაცემებს სომხეთშიც მიიღებენ). გარდა ამისა, შვედეთის მხარდაჭერით თურქეთში
გამოიცა სომხეთის გზამკვლევი თურულ ენაზე. ავტორები მოუწოდებენ თურქ მოქალაქეებს, არ მიაქციონ ყურადღება ჩაკეტილ საზღვრებს, იმოგზაურონ და შეიცნონ მეზობელი ქვეყანა. სომეხი კომენტატორები აღნიშნავენ, რომ “…თურქეთში ნეოოსმანური (ესგანსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენთვის,
საქართველოსთვის)
ტენდენციებისმიუხედავად, ფაშინიანს ყველა შანსი აქვს, მიაღწიოს იმგვარ პროგრესს
თურქეთთანურთიერთობაში, რომ ეს იყოსსაზოგადოების მოთხოვნა… სომხები დათურქები
ალაპარაკდებიან საერთო, ორივესთვის გასაგებ კულტურულ ენაზე დასაზღვრების გახსნა და
დიპლომატიურიურთიერთობების აღდგენა აუცილებლობაიქნება. ამ ამოცანის გადაჭრა
სავსებითშესაძლებელია, რადგან საამისოდ ყველაპირობაა შექმნილი… ახალგაზრდაპოლიტიკოსების,
პოლიტოლოგებისა დასაზოგადოებრივი აქტივისტებისმნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებმაცმხარი
დაუჭირეს ხელისუფლების შეცვლასსომხეთში, ამჟამად ხელისუფლებაშიარიან…”
სანამ ბაქო და ერევანი ჯერ ისევ მოლაპარაკებების პროცესში არიან, თურქეთმა უკვე დაიწყო
ამ მოლაპარაკებების (ჯერ მხოლოდ მოსალოდნელი) შედეგების შესრულება, ამიტომ, როგორც კი ალიევი და ფაშინიანი შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებენ, თურქეთის პარლამენტი 2009 წლის ოქტომბერში ციურიხში ხელმოწერილ თურქეთ-სომხეთის დოკუმენტების რატიფიცირებას მოახდენს. ამ დოკუმენტებით განსაზღვრულია მხარეთა შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საზღვრების გახსნა.
მომზადებულია სააგენტო “რეგნუმის” მიხედვით
რედაქციისგან: ყარაბაღის კონფლიქტი წარმოიშვა და აზერბაიჯანმა ტერიტორიები დაკარგა
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასწყისში, როცა აშშ მოვიდა ამიერკავკასიაში და დაიწყო ლაპარაკი დამზადება აზერბაიჯანის ნატოში შესაყვანად. ანალოგიური რამ დაგვემართა ჩვენც – საქართველოს: ნატოში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ლაპარაკთან ერთად შეგვექმნა კონფლიქტი ორ რეგიონში და დღემდე სტატუს კვო აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში უცვლელია _ იქ საქართველოს იურისდიქცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიული კონფლიქტის ურთიერთმისაღები გადაწყვეტის ზღვართან არიან, ჩვენთან კი ვითარება უცვლელია. რატომ ხდება ასე? 2016 წელს ამერიკის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიოში ვითარება პრინციპულად შეიცვალა.
ამერიკამ შეწყვიტა “დემოკრატიის ექსპორტის” სტრატეგია და უარი თქვა საგარეო პოლიტიკურ ექსპანსიაზე. ამან ნატოს არსებობასა და საჭიროებას საფუძველი გამოაცალა, რადგან იგი
სწორედ საგარეო პოლიტიკური ექსპანსიის ინსტრუმენტი იყო ამერიკისა და, საერთოდ, კოლექტიური დასავლეთისთვის. ტრამპი თვით ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიდან ამერიკის გასვლაზე ალაპარაკდა.
აზერბაიჯანმა სწორად შეაფასა ახალი შესაძლებლობები. მან უარი თქვა ნატოშიინტეგრაციაზე,
პარალელურად, გაააქტიურა კონტაქტები რუსეთთან და ამ კონტაქტებს საგნობრივი შინაარსი შესძინა.
დაიწყო მზადება ევრაზიულ ეკონომიკურ პროექტებში შესასვლელად და ამ მიმართულებით კინკრეტული ნაბიჯებიც გადადგა. როგორც ვხედავთ, შედეგმაც არ დააყოვნა და აზერბაიჯანი ოცდაათწლიანი კონფლიქტისა და საომარი მდგომარეობიდან სწრაფად გადადის მშვიდობის,
ტერიტორიული გამთლიანებისა და ახალი ეკონომიკური აღმავლობის გზაზე.
აზერბაიჯანის ადეკვატური და წინდახედული ხელმძღვანელობის განგანსხვავებით, ჩვენი მთავრობა და პარლამენტი სრულიად მოწყვეტილი არიან რეალობას. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკურ მიდგომებში რამე ახალი შემოიტანონ და საქართველოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აუწყონ ფეხი, კონფლიქტების მოგვარებაში
ისევ “საერთაშორისო თანამეგობრობის” მონაწილეობაზე გაიძახიან, ძალ–ღონეს ერთმანეთთან კინკლაობაში ხარჯავენ და ქვეყანა უპატრონოდ ჰყავთ მიტოვებული. ბრმად და ყრუდ ისევ იმ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას გაიძახიან. არადა, ამ გაერთიანებებიდან ცრუ დაპირებების მეტი არაფერი გვსმენია, ისინი დღეს, ფაქტობრივად, მხოლოდ ქაღალდზეღა არსებობენ და ნატოსა და ევროკავშირის “წამყვან როლზე” მხოლოდ თბილი ადგილების დაკარგვით შეწუხებული ამ ორგანიზაციების მაღალჩინოსნები გაიძახიან.
შედეგად კონფლიქტური ვითარება ცალკე ქვეყნის რეგიონებთან და ცალკე ხალხსა და მთავრობას
შორის არ ქრება, მოსახლეობას შემოსავალი უმცირდება და ხარჯები ეზრდება, პერსპექტივა
არ ჩანს და რეალურ გამოსავალსაც არავინ გვთავაზობს.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.