„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე, რომელიმე კომიტეტის სხდომაზე, მთავარი პროკურორი და სუს-ის ხელმძღვანელი მიიწვიონ. ოთარ კახიძის თქმით, სასურველი იქნება, თუკი აღნიშნულ პირებს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ, რადგან, მისი აზრით, კადრების გავრცელებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ შემაშფოთებლად საგანგაშო ხასიათი მიიღო.
ოთო კახიძე:
,,ჩვენი რეგლამენტი არ ითვალისწინებს მთავარი პროკურორის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარებას უმცირესობის ფორმატში, ამიტომ კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნა მთავარი პროკურორისა და სუს-ის ხელმძღვანელის დაბარების გზაა, მათ უნდა დავუსვათ კითხვები, თუ რატომ არ არიან დასჯილნი აღნიშნული დანაშაულის დამკვეთები, რა ნიშნით შეირჩა მესამე და მეოთხე რიგის გამავრცელებლები, ზოგადად, რა შეიძლება გაკეთდეს ამ დანაშაულის პრევენციისთვის და საერთოდ, რა ხდება ამ მიმართულებით. უმრავლესობაში ეს საკითხი უნდა დაისვას და ალბათ სასურველი იქნება, თუ მოწვევა მოხდება იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე“.