დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოს შენობასთან კარვებს შლის.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოს შენობასთან კარვებს შლის. ისინი დეკანოზის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და მის ზიარებას ითხოვენ.

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე განმარტავს, რომ დაკავებული საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფების ტყვეა.  

მისი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას გულისა და დიაბეტის  პრობლემა აქვს.  იგი ინტენსიურ მკურნალობას გადის,
თუმცა  საპატიმრო დაწესებულება და უკანონო სასჯელი  მასზე მძიმე გავლენას ახდენს.
alia.ge.