რატომ დადიან „ცეზარის“ დასაგემოვნებლად რესტორან ლაზიკაში?..

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი რესტორან ლაზიკას, ქალაქ რუსთავში სტუმრობს ნამდვილი ცეზარის დასაგემოვნებლად! რათქმაუნდა ჩვენმა ჟურნალისტმა ეს ამბავი უყურადღებოდ არ დატოვა და სიტუაციის გასარკვევად თავად ეწვია რესტორან ლაზიკას, დააგემოვნა კერძი და იმდენად აღფრთოვანდა განსხვავებული გემოთი, რომ მისი შემადგენელი ერთ-ერთი საიდუმლო კომპონენტიც გაარკვია. აღმოჩნდა, რომ ნამდვილ ცეზარს, თურმე სულაც არ ამზადებენ მაიონეზით, თუმცა მაიონეზის შემცვლელ საიდუმლო კომპონენტს საჯაროდ ნამდვილად ვერ გაგიმხელთ, რადგან სწორედ ეს ინგრედიენტი და კიდევ 4 კომპონენტი განსაზღვრავს რესტორანი ლაზიკას შეფ-მზარეულის საფირმო საიდულოს, რაც განსაკუთრებულად მოსწონთ აქ მოსულ სტუმრებს. ჩვენ მოვახერხეთ ამ თემაზე გავსაუბრებოდით ლაზიკას შეფ-მზარეულს, რომელმაც განგვიცხადა, რომ იგი ამზადებს ცეზარს კლასიკური რეცეპტით ქათამი ბეკონით, თუმცა გემოვნებისთვის ამატებს კიდევ რამდენიმე საიდუმლო კომპონეტს, რაც ბუნებრივია მან ბოლომდე არ გაგვიმხილა. ხოლო ჩვენს მორიგ კითხვაზე, თუ კიდევ რომელი კერძის დაგემოვნებას გვირჩევდა, გვიპასუხა, რომ ლაზიკას სამზარეულოს, როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო გააჩნია და ყველა კერძი უგემრიელესია, თუნდაც იტალიური სალათი ბეკონით, რომელიც ასევე მისი ექსკლუზიური რეცეპტით მზადდება, ამიტომ ყველას გვირჩია, რომ არა მხოლოდ სალათი ცეზარი, არამედ რესტორანი ლაზიკას სამზარეულოდან გავსინჯოთ ყველა კერძი და პირობა მოგვცა, რომ ძალიან კმაყოფილები დავრჩებით.

TVM NEWS-ის ჟურნალისტი კი იმდენად ნასიამოვნები დარჩა „ცეზარის“ დაგემოვნებით, რომ დანარჩენი კერძების დაგემოვნება ახლო მომავლისთვის გადადო და არაჩვეულებრივ ხასიათზე დაუბრუნდა სამუშაოს. საუკეთესო მასპინძლობისთვის დიდ მადლობას ვუხდით რესტორან ლაზიკას და ყველას თამამად გირჩევთ მისი ექსკლუზიური სამზარეულოს კერძების დაგემოვნებას.