კალიფორნიაში მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი გამოავლინეს. ტრადიციული კონკურსის გამარჯვებული წელს 9 წლის ინგლისური ბულდოგი სახელად “ჟა-ჟა” გახდა.
ცხოველს განსაკუთრებულად გრძელი ენა და კბილების არასწორი განლაგება აქვს.
ტიტულის მოსაპოვებლად სულ 14 ძაღლი იბრძოდა. ისინი პატრონებმა წითელ ხალიჩაზეც ჩაატარეს.
გამარჯვებულს ჯილდოდ ათას 500 დოლარი ერგო.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი