მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობაა.

გურანდა გაბუნიას მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იგი ასევე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი. მას 20-მდე ქართულ ფილმში სხვადასხვა როლი აქვს შესრულებული.

გურანდა გაბუნია ცნობილი ქართველი მსახიობის – ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე იყო.

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი მწუხარებას გამოთქვამს მსახიობი გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.