ნინო წილოსანს მშობელმა 2018 წელს 50 ათასი ლარი აჩუქა

დეკლარაციის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ნინო წილოსანს 2018 წელს მშობელმა ნაღდი ფული, 50 ათასი ლარი აჩუქა

წილოსანმა მშეობლისგან ფული 2017 წელსაც მიიღო და მაშინ მიღებული თანხის ოდენობა 100 ათასი ლარი იყო.

რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, 2019 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, შპს მკურნალი 2002 გასულ წელს წილოსანმა 39 ათასი ლარი მიიღო. 2017 წელთან შედარებით, ამ კომპანიიდან წილოსანის შემოსავალი 9 ათასი ლარით გაიზარდა. ამ კომპანიაში წილოსანი 52%-ს ფლობს.

საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასის სახით წილოსანს  56 835 ლარი აქვს აღებული. 2018 წელს დეპუტატმა იჯარის ხელშეკრულებიდან ჯამში 41 611 ლარი შემოსავლის სახით მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანმა გასულ წელს 50 ათას ლარად ავტომანქანა შეიძინა.

ავტორი: გურიის მოამბე