ჯგუფის “ქუჩის ბიჭები” წევრი პიკასო დაჭრეს

თავდასხმა თბილისში – წერეთლის გამზირზე ჯგუფი „ქუჩის ბიჭების“ წევრი პიკასო, იგივე ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ირაკლი ნოზაძეს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. ამ დროისთვის უცნობია ვინ და რა მოტივით დაესხა თავს მომღერალს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.