2024 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფოს გააუქმებს – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი 2024 წელს სახელმწიფოს გააუქმებს. ოქრუაშვილი ამის შესახებ განათლების სისტემის რეფორმის კომენტირებისას აცხადებს.

“რუსეთს საქართველოს გასანადგურებლად ნამდვილად არ სჭირდება არც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და არც ბალისტიკური რაკეტები მაშინ, როდესაც ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია ქვეყანაში განათლების სისტემის მოშლით. ამის შემდეგ: – პაციენტები იღუპებიან გაუნათლებელი ექიმების ხელით. – უსამართლობა მკვიდრდება უმეცარი პოლიტიკოსების და იურისტების მიერ. – მრევლს ტვინს ურეცხავენ “სიბნელით განსწავლული” სასულიერო პირები.

განათლების დეფიციტი ბოლო 20-25 წელია განსაკუთრებული გამოწვევა და საფრთხე გახდა ქვეყნისთვის. 2019 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები გააუქმეს. არ ვიცი 2020 წელს რას გააუქმებს ივანიშვილი იმისათვის, რომ ქვეყანა მონური მორჩილებით მართოს, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, 2024 წელს სახელმწიფოს (ანუ იმას რაც შემოგვრჩა) ნამდვილად გააუქმებს”, – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

2020news.ge